17 h. 56 min. Hoy por fin ha salido el sol después de tantos días de frío y diluvios. Barcelona está radiante y realmente apetece dar un paseito por la playa. Y qué mejor que un torneo de ajedrez con los mejores del mundo justo al lado de la playa?
No digo que el tiempo sea el motivo principal de que siga aumentando el numero de espectadores, pues público no ha faltado en esta sala ni en los días más grises. Hoy hemos tenido público de Llinars: con muchos niños que estaban ansiosos por ver a los jugadores y especialmente a la chica - Stefanova. :-) Les he avisado que "la chica" suele venir de los ultimos, pero hoy para deleite de los pequeños admiradores, ha comparecido 8 minutos antes en la sala de juego. :-)
Nos comentan que mañana tendremos aún más publico de Llinars!!
18 h. 51 min. La partida clave de hoy seguramente es el duelo catalán - López contra Narciso. Están jugando una española (qué más iban a jugar sino :D), y López ha conseguido ganar la batalla por la casilla e5, que Marc ha tenido que cubrir para que no se produjera una ruptura mortal.
Dreev - Gulko son tablas de cajón, y están jugando al toque los dos, en la sala se oye sólo el tup - tup - tup - tup de su reloj. :)
Os recuerdo que tenemos webcam, donde podeis ver todo en directo, inclusive las diferentes rayas de las camisetas de Dreev cada dia :)
Ya han acabado, tablas. Han sido unos señores, como bien me ha dicho ahora mismo el árbitro, ya que han jugado hasta la jugada 40, para cumplir con el reglamento, y sólo después han acordado. Muy bien,Sres. Dreev y Gulko!!
Ahora voy pitando al post - mortem :D Hasta ahora!!
19 h. 32 min. Acabo de regresar a la sala de asistir al analisis con Gulko y Dreev. En primer lugar, he podido estudiarme bien las rayas de la camisa de Dreev, he comprobado que son naranjas en lugar de marrones, como se veia a la luz tenue de la sala. :-)
En la partida he visto que Dreev consideraba que estaba un poco peor. Es cierto, porque en cuanto se elimine el peon d5 en este tipo de posiciones, o tienes algo rapido, o quedas inferior. Para eso (para tener algo rápido) es necesario quitar la dama de su casilla inicial y prepararla para una de las torres, para poder defender el peon clave. Caso contrario, el negro iguala facilmente, e incluso queda un poco mejor. Pero muchas veces esas posiciones terminan en tablas, porque no queda mucho material en el tablero, y es dificil rematar.
Ahora han acabado Kogan y Corrales, con la victoria de este ultimo. Definitivamente este no es el torneo de Kogan. Exactamente lo mismo le pasó al GM Vugar Gashimov en Sabadell a principios de Septiembre, en el de España Por Clubes. Esas cosas pasan y hay que tomárselo con calma y no darles muchas vueltas en la cabeza.
Georgiev - Jobava está interesante. No hay mucha cosa, pero conociendo a Baadur, podria liarla en cualquier momento...
Holden - Antoaneta: muy dificil de defender para las blancas. Porque los peones de compensación están demasiado atrasados... ya veremos que pasa.
López sigue mejor un poco.
Me voy a ver si pillo a Fidelito y Arthurito que me regalen unas cuantas opiniones de su partidita... :-)
36 comentarios:
Baduritos ra daemarTa?
isev waagooo :(((
TiTqmis mogebuli hqonda, paiki zedmeti da yvelaferi... :( Tanmimdevroba daaviwyda svlebisa Tavis gegmashi da dasva :((
exla sufTa haerze gavagde rom cota daisvenos...
mm.. cudia cudia... magram imedia akhla gamopkhizldeba!
velit isev mogebebss misgan!
da ra tkma unda visgan kidev qoo? jeelisgan hihihihi
muaak
¨ra vsio znaesh amis deidac¨ jaja am phrazaze vgijdebii :P
მეც აქ ვარ, ვგულშემატკივრობ ბაადურს...
წავედი ვისაუზმოო:*
დროებით:)
qoooo, daRac koncentracia dakarga :/ magram nichivo, gamovasworebT magas da turnirsac movigebT ase mgonia :D nu da jeelic erT - erTi favoritTagania xo viiciiT Cvennn :D
qooo, ¨ra vsio znaesh amis deidac¨ magari fraza gavaSansaleee :D
jaco: ugulshematkvivre aucileblad, baadurs Cveni Tanadgoma sWirdeba! :)
da isic gviTxari, ra miirTvi sauzmeze :D
76e3d gaaqtiure da momwere sms-ebi. me intervius vwer emigrantebze. :) male mival saxlSi. Dediko
მმმმმ. რა ვჭამე და მარტივად: 4 სოსისი მოვხარშე, 2 კვერცხი მოვხარშე, ყველი, პური, კეტჩუპი, 2 ფინჯანი ყავა, პეჩენიები+ნუტელა, 2 იოგურთი და... მორჩა, მეტი არაფერი. ხოოო ვაშლი კიდევ, კარგია ხილი:)
იმედია არ გაგიკვირდება, რომ გვიან ღამემდე არ მომშივდა მერე.
ახლა ცოტა გადარბენებზე ვარ. სტუმრებს ველოდები, უკვე მესამე მამაკაცების ფართი გვაქვს (როგორც მიხვდი, ტრადიციული გახდა ჩვენი კაცურ-ქართული ლოთაობა:P) და ამჯერად მე ვმასპინძლობ, ცოდოა დავიდე, სულ იმასთან მივდივართ ხოლმე და მე კიდევ უფრო დიდი "ბინა" მაქვს.
საათნახევარში მომადგებიან: დავიდე (იტალია), სერხიო (ესპანეთი - "იცნობ" შენ), კონრადი (პოლონეთი), შტეფანი (ავსტრია) და პიტი (ავსტრალია) და რა თქმა უნდა ქართულად შევუბერავთ: სადღეგრეძელოებით და ჩემი თამადობით:)))
მერე შეიძლება პირდაპირი ჩართვაც გავაკეთო დედა სამშობლოსთან:))))
გკოცნით გეხვევით, რომ დავთვრები და გამოვშტერდები შეიძლება მერეც მოგწეროთ და ამჯერად მაცალეთ კულინარობა:D:D:D
deduniko miyvarxar :P
jaco: nu sadaa samarTali! kai ra!!
me da kidev bevri magedan rac CamoTvale 2 rames sevWamT da SarvalSi veRar CaveteviT :D :D nu ara raaaa sadaa Cemi advokati raaaa
arada Sen TviTon iCemebdi Cems advokatobasssssssssssss
xo, da me minda Tqven mamakacebis farTize daswreba Tu SeiZleba :)
mamakacebis farTise daswreba segiZliaT Jakos blogze. hihihi
naxavT rogor ujaxuneben Wiqebs :) da rogor metyvelebs qartulad es saintereso kampania: gaumarjos Miro Kululashvils (mgoni ase amboben) hihihi
aha aha :) mash daveswroT ara? :D
1. წავიდნენ, გავაცილე, დავიღალე, საწოლი ამ ოთახში მაქვს გამოტანილი და ამის უკან გატანის თავი ნადვილად არ მაქვს და ასე რომ დღეს აქ დავიძინებ, ჯერ კარგად განვიბანები და დავწვები, თორემ გათენდა უკვე... ძალიან დავიღალე და რატომ მოეწონათ ასე ძალიან ჩემი შემწვარი კარტოფილი არ ვიცი. კარტოფილია რა, დაჭრი, ზეთს დაასხამ ტაფაში და შეწვავ, ყველაზე ადვილი და რამ გადარიათ ეს ხალხი, თან იმის ფონზე რომ დავიდემ მშვენიერი პასტა მოამზადა:)
2. ანუშკი, მე ვარ შენი ადვოკატი და არ გაბედო სხვისი დაქირავება! მე მაქვს ექსკლიუზივი შენზე (ნუუ შენზე მთლად ვერა:D შენი უფლებების დაცვაზე:P) და მოკლედ მეორე მხრიდან შეხედე: ცოტას ჭამ, ცოტა ფულს ხარჯავ პროდუქტებში, ცოტა საჭმლის მომზადება გიხდება და მოკლედ ადვილი შესანახი ხარ და თან პლიუს, მე მგონია ერთი-ორი კილოც რომ მოიმატო მშვენიერ ფორმაში იქნები მაინც... ჰკითხე სხვა ტეტველ ბიჭებს და დამეთანხმებიან:D
3. მოკლედ ჩემს ფართიზე დასწრება გინდათ? და იცით ხალხნო რატომ ქვია ამ ფართის მამაკაცების ფართი? იმიტომ რომ მხოლოდ მამაკაცები ვართ და ჩვენი სასტავის გოგოებსაც არ ვეუბნებით ხოლმე და ბლოგზეც თუ ვაკეთებ ჩემთან ანონსს, მხოლოდ ქართულ ენაზე, რომ ჩემმა აქაურმა მეგობარმა გოგოებმა ვერ წაიკითხონ:P
4. ანონიმუს, გენაცვალე შენ, ჩემს ბლოგს ადევნებ ხომ თვალს? მოკლედ ნახავდი რომ დავაპრივატე ბლოგი და ყველა ვეღარ შედის და შენც ვეღარ შემოდიხარ სამწუხაროდ. ვისაც უნდოდა რომ დაშვება მიმეცა ჩემს ბლოგზე თავისი მეილები გამომიგზავნა და შენც ვგონებ გამომიგზავნე, თუმცა რომელი ხარ ის მითხარი. ანუ ორი იმეილი მივიღე (სახელებს არ ვიტყვი) რომლებიც ამბობენ რომ არ ვიცნობ და შემთხვევით აღმომაჩინეს და ერთ-ერთი შენ უნდა იყო და მომწერე მეილზე რომელი ხარ შენ რომ დაგამატო, იმიტომ რომ თუ არ დავრწმუნდი რომ საფრთხე არ ელის ჩემს ბლოგს, რომ ნახოს იმ ადამიანმა ვინც მე არ მინდა, ისე ვერ ვამატებ ვერავის.
კარგი, გამოვტყდები. დედაჩემი კითხულობდა ჩემს ბლოგს და თან არ აღიარებდა, მერე კიდევ ისეთ რამეებს მეუბნებოდა, რაც ბლოგიდან შეეძლო მხოლოდ წაეკითხა: ფეხი როგორ გაქვს რაგბიზე რომ იტკინე, შენზე გავიგე რომ გუშინ დალიე და ასეთი რაღაცეები და საბოლოო ჯამში ნერვიულობდა. მესმი რომ შენ დედაჩემი არ ხარ, ჰოდა მაგიტომ დამიდასტურე მეილში რომელი ხარ რომ დაგამატო (ნუ მემალები, ვინ ხარ შენ!:D)...
eeh, aha, gazarde Svili. Sen mtel sicocxles uZRvni, is kidev blogsac ar gagiTxebs.
Miro, Semizlia dagarwmuno, rom dedaSenisTvis is ufro advili gadasatania gaigos Tu rame giWirs, vidre is, rom ar icodes ra giWirs. radgan gaurkvevlobaze saSineli araferia da cxovreba ki problemebis gareSe ar aris. ase, rom Tu ginda dedam naklebi inerviulos, yvelafris saqmis kursSi unda iyos.
ise, mgonia, rom Senebs sanerviulo araferi aqvT. kargi Svili Canxar :)
ise, ar gifiqria, rom Sesazlebelia dedaSeni am blogsac kiTxulobdes, Sens blogze xom gqonda Anas blogi damatebuli?
dazverva musaobs, dazverva :)
არა, დედიკო ამ ბლოგს არ კითხულობს:) დარწმუნებული ვარ:) და საერთოდ, ნუ განმსჯი:))) იცი რაში არ გეთანხმები?
სიტუაცია პირველი:
დიანა (დედაჩემი): რას შვები რაგბიზე, როგორ მიდის საქმეები?
მირო: კარგად დიანა, ვერთობი და არ ყოფილა რთული რაგბი.
სიტუაცია მეორე:
დიანა: რას შვები რაგბიზე, როგორ მიდის საქმეები?
მირო: რას უნდა ვშვებოდე? ხვალ ვერ მივდივარ რაგბიზე და ნერვები მეშლება, ფეხი გადამიბრუნდა და ძლივს დავდივარ, მაქსია ერთი ჩემი გუნდელი და მაგას ვეტაკე გასაჩერებლად, დავაგდე ძირს და ფეხი ძალიან ცუდად დავდგი და ზედ დამეცა და სიარული მიჭირს ეხლაც. ნეტა მალე გამოვჯანმრთელდე, რომ მივიდე და ვანახო მაქსს რომ არც ისე ადვილი მოწინააღმდეგე არ ვარ და რომ საქართველოდან ვარ...
შეადარე გენაცვალე. რომლის გაგება ურჩევნია დედას? პირველი სიტუაციაა, როცა მე ვუყვები ჩემს ამბებს და მეორეა როცა ბლოგი უყვება... კიდევ არის ერთი მომენტი რატომაც არ მინდა დედაჩემმა იკითხოს ბლოგი და ეს არის ჩემი მარიამი. ხანდახან ვწერ ხოლმე რაღაცეებს მარიამზე ბლოგზე და დედაჩემი რომ კითხულობს რომ მე ვიღაცასთან რაღაც გრძნობები გამაჩნია, ეს მისთვის საკმარისია, რომ ჩემი თბილისში ჩასვლიდან 1 წელიწადში შვილიშვილი წარმოიდგინოს კალთაში ჩაგორებული, რადგან ჩემს ასაკში მეგობარი გოგოს ყოლა მისთვის საცოლედ აღიქმება და თვითონაც იძაბება და მეც მიძაბავს, ცოლი მოიყვანე და ეგეთები, მაშინ როცა უბრალოდ კარგად ვარ ადამიანთან და სულ არ ვაპირებ ცოლად მოყვანას, იმიტომ რომ ცოლის მოყვანა არ მეჩქარება და სულ არ ვფიქრობ რომ ოჯახისთვის ვარ მზად და 30 წლამდე არც ვიფიქრებ ოჯახზე (26 ვარ ახლა)...
ჰოდა ვცდილობ მარიამი დავუმალო დედიკოს, რომ ოჯახის გაცნობები და ოფიციალურობები ავიცილო, რაგდან საქმე მარტივად არის უფრო და არა ოფიციალურად: ორი ადამიანი უბრალოდ კარგად არის და არაფერ სერიოზულზე არ ფიქრობს...
ვოტ ტაკ!:)
საკმარისია?
jaco: ara nu, ar gagikvirdes ro gaukvirdaT, mec mikvirs xolme, radgan me piradad mag yvelaze martiv kartofilsac ver vwaw, mgoni, sxva saWmelebs xo saerTod... :D :D magra mrcxvenia egeTi patzer rom var mag TemaSi, mara ras vizamT, Cemi erT - erTi naklia :D
da yvelani erTnairi tetvlebi xarT da erTnairi tetvluri azrebiT ra :P kerZod, rom "girls need to have something to we hold on" :D es hold on Zaan saastikad JRers... :D
da mere ra rom mxolod mamakacebi xarT mag party-ze, me mainc SemiZlia Semosvla, ra, gaviwydeba, rom Peace Ambassador var da VIP statusiT Sevdivar yvelgan??!! hhiihihhhihihiiiiiiiiiiiiii
"have something to we hold on?" მოიცა და რაღა ინგლისურად დაწერე, ქართველებს რა არ გვაქვს "უარესი" გამოთქმა? ადრე რომ იცოდნენ ხოლმე, როგორია შენი გოგოო, ლოგინს შაამსებსო?:)))
"ყველა კაცი ერთნაირია" ეგ სხვა თემაა და საკმაოდ ვრცელი:D და ყველა რომ ერთნაირად ფიქრობს, ეგეც. ჰოდა არ განვავრცობ მაგ თემას. მე ჩემი პირადი გემოვნებით, გოგოზე "ხელმოსაკიდ" ადგილებს არ ვეძებ, მაგრამ სიმართლე გითხრა "Fეშენ ტივის" გოგოები, ანუ ეგეთი გამხდარი გოგოები მაინცდამაინც არ არის ჩემი მოსაწონი (აუუუF Fეშენ ტივის გოგოები დავიწუნე:D თუმცა ბოლო პერიოდია სტანდარტი შეიცვალა, იმის მერე რაც რამდენიმე შემთხვევა იყო რომ მოდელი შიმშილით მოკვდა და უფრო მეტი წონა და მეტი ფორმებია დაშვებული) და ჩემი გემოვნებით ცოტა ზედმეტი წონა გოგოსთვის არ უნდა იყოს კატასტროფა, რთულია სულ ფორმაში ყოფნა. თუმცა მსუქანი გოგოები მომწონს თქო ვერ დავიბრალებ:D:D:D
ახლა შენი "ფიის მანდატი". დამიჯერე ანუშკი, ეს იმდენად დახურული წვეულებაა, რომ მამაკაცებიც კი შერჩევით ხვდებიან, ანუ ჩვენი სასტავიდან უნდა იყვნენ და შენ მოსვლის შანსი არ გექნებოდა. ვოტ ტაკ!:D მაგრამ მე როგორც შენი ადვოკატი, შეიძლება შენი უფლებების დაცვისთვის ასეთი რამე შემომეთავაზებინა: ხშირად, ამ წვეულების შემდეგ მამაკაცები გარეთ გავდივართ ხოლმე, სადმე კლუბში გასართობად (ზოგი - გოგოებზე სანადიროდ) და შეგეძლო შენს დაქალებთან ერთად სადმე კლუბში დაგვხვედროდი და იქ გაგიმასპინძლდებოდით სასმელებით, გაწყობს?:D:D:D
ჰოდა კარტოფილის შეწვა თუ არ იცი რა უნდა გელაპარაკო შენ:D:D:D და ვინ გიმზადებს საჭმელებს? დედიკო? თუ სულ გარეთ ჭამ? თუ გასუქების შიშით სულ არ ჭამ?:)))
სიტუაციის გასანეიტრალებლად: გკოცნი, გეხვევი, სასიამოვნო დღეს გისურვებ:P
Miro, me imas ki ar vambob dedas saSinelebaTa filmi mouyevi meTqi :)
rogorc vici, Anas patara problemac rom Seeqmneba xolme, maSinve TbilisSi afrens xolme arzas. Tumca aq albat is momentia, rom Ana susti arsebaa :) Tumca TviTon albat ar tvlis tavs sustad.
rac Seexeba SviliSvilis warmodgenas, eg Cveulebrivi movlenaa dRes, Svilebi wasulebi xarT sazRvargareT, mSoblebs ki Tqveni bavSvobis wlebze nostalgia aqvT.:)
ვერ მივხვდი დამეთანხმე თუ არა, ანუ გესმის თუ არა ჩემი. მე ბლოგზე ისეთ რამეებს ვწერ, რაც მეგობრებს მინდა ვუთხრა და რასაც ისინი ჩვეულებრივად აღიქვამენ თქო და არა ისე პანიკურად როგორც მშობლები და ამიტომაც არ არის საჭირო დედიკომ ბლოგი იკითხოს:P
მოკლედ რა მნიშვნელობა, აქვს, ვიცი რომ სწორად გავაკეთე:)))
და შვილიშვილზე მაშინაც ფიქრობდა როცა თბილისში ვიყავი... თუმცა ჩემი აზრი იცის (და ვერ ეგუება) რომ ოჯახის შექმნაზე არა თუ არ ვფიქრობ, არამედ არც მომავლის პერსპექტივაში მაქვს:)))
თუმცა მაგის "დროც" მოვა:)
ანუ მე უფრო "ევროპულად" ვფიქრობ: ავიწყო ცხოვრება, კარიერა და რა თქმა უნდა მა დროს პირად ცხოვრებაზეც ვიფიქრო (მაგრამ ცოლის მოყვანა რა საჭიროა ვერ ვხვდები და საერთოდ დამისახელეთ თუნდაც ერთი დადებითი მიზეზი ოჯახის შექმნის სიჩქარის, გარდა ბავშვისა? ისე მიშლის ვინმე ვინმესთან ყოფნას ან თუნდაც ცხოვრებას? ბავშვი ხომ არ ვარ, მოვკიდო გოგოს ხელი და გავიტაცო და "ოჯახობანა" ვითამაშო?) და შემდეგ, როცა ჩავთვლის, რომ მზად ვარ ოჯახისთვის, უფრო მშვიდი ცხოვრებისთვის, ბავშვის აღზრდის, მეტი დროის დათმობისთვის, მაშინ უკვე შეიძლება:)))
აი ჩემი მშობლები კიდევ უფრო "ქართულად" ფიქრობენ: გაიზარდა უკვე ბიჭი, მოიყვანოს ცოლი, შვილიშვილები სიხარულია (ანუ ეგოისტები არიან:D) და რამე იქნება, ჩვენც დავეხმარებით, ბიძგს მივცემთ და ასე შემდეგ... და სულ არ ფიქრდებიან იმაზე, რომ 26 (თუნდაც 27 ან მეტი) წლის ახალგაზრდასთვის არც ისე კომფორტულია ითხოვოს: ბინა, მანქანა, ზოგადად ფული, რომ აიწყოს საკუთარი ცხოვრება და უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, რომ თვითონ მიაღწიოს ყველაფერს, რაც საქართველოში სამწუხაროდ ძალიან რთულია...
მოკლედ, კი ვთქვი, რომ არ მაღელვებს ცოლის მოყვანის თემა მეთქი, მაგრამ ამდენი კი ვილაპარაკე:D:D:D
ალბათ, იმიტომ რომ საინტერესო თემაა:)
Tema marTla sainteresoa. da Tqventan, yvelastan zalian sainteresoa nebismier temaze saubari. guli mwydeba, rom piradad ar gicnobt arc Sen, Miro da arc Sen Ana. da kidev im patar-patara baWiebs, xandaxan rom Semoivlian xolme am blogze. gaixaret, kargebi xarT.:)
აუუუ, როგორ მაინტერესებს, რაზე ლაპარაკობთ მაგ თქვენს მამაკაცთა წვეულებაზე :D :D რამდენი საათი გრძელდება ხოლმე საშუალოდ? :)))
კაი, დავანებოთ მაგ party - ს თავი. ძაან საინტერესო დებატი წამოჭერით, დედამ იცოდეს თუ არა ბლოგის ამბავი - და ჩემი აზრით ანონიმუსი მართალია - დედაშენმა რაც ნაკლები იცის - უფრო მეტს ნეტვიულობს, ეგ მაგაში 2 აზრი არ არსებობს! ჯობია ყველაფერი იცოდეს, რა გიჭირს, რა გილხინს, ყველაფერთან ერთად იმიტომაც რომ მაინც უგრძნობს გული, დედა - დედაა! და საერთოდ, კი არ განგსჯის, თავის აზრს გეუბნება... შენი აზრით, რა უფრო შეაშინებდა ან დააღონებდა დედას, რომ გაეგო შენგანვე რომ ფეხი იტკინე( მხოლოდ მაგალითია ეს), და ცუდ ხასიათზე ხარ, და ილანძღები - თუ რომ შემთხვევით თუ არა - შემთხვევით აღმოაჩინა შენი ბლოგი, და ვინ იცის, რამდენი ხანი თვითონაც საიდუმლოდ ინახა, რომ ახლა შენ არ გაგეგო, რომ მას უკვე გაგებული ჰქონდა. და ეხლა კიდევ აღმოაჩენს, რომ შენ აღმოაჩინე, რომ მან აღმოაჩინა, და ასე აიკინძება... დამიჯერე, ასე უფრო ბევრად შეშფოთდება, ვიდრე პირდაპირ რომ მიახალო ყველაფერი, რასაც გრძნობ და თავში მოგდის. პროსტა წარმოიდგინე, რა ფიქრები უნდა დაგროვილიყო მის თავში, რა სტრატეგიები უნა დაესახა, რომ შეეცადა, ისე გაეგო შენი ამბები, რომ ვერ მიხვედრილიყავი, რომ ბლოგს კითხულობდა...
მეც პირადად მქონდა თავიდან მასეთი აზრი ჩამოყალიბებული - მეთქი დედაჩემს როგორ გავაგებინებ რომ რაღაც არასასიამოვნო რამე ან სიტუაციაა - ხომ ინერვიულებს და ა. შ. კიდევ კარგი, მალე მივხვდი,რომ ყველაზე დიდ სისულელეს ჩავდიოდი. დედას რას გამოაპარებ - რომლის სხეულშიც 9 თვე იჯექი! კაი რა! საერთოდ მე და დედაჩემი - მე აქედან და ის იქიდან - მსნ ან სკყპით თუ ვწერთ ერთმანეთს - სულ ერთსა და იმავე სიყტყვებს ან ფრაზებს ვწერთ, იმდენად ერთიანად ვართ... რაც არ უნდა მიჭირდეს ან მილხინდეს, იმენა დეტალურად ვუყვები, და ისიც თითქოს ტვინში მიზისო, ყველაფერს იმენა დეტალურად იგებს. და ყველანაირი "ისეთი" სიტუაციის განმუხტვის უნარი გააჩნია. უნდა ნახო, რა საუბრები მიდის ჩვენ შორის :D კურიოზულ რაღაცს მოვიყვან მაგალითად: მე 2 მსნ მაქვს საერთოდ, და 1-ს სულ დედაჩემი იყენებს, მეორეს - მე. მარა დედასაც ჩემი სურათი უზის, და ჩემი მეგბრების და ნაცნობების უმრავლესობამ ჩემი ეს 2-ვე მსნ იცის და დამატებული ვყავარ ორივეთი. გუშინწინ, მაგალითად, იმდენი ვიცინეთ... ერთ ჩემს ნაცნობს შეეშალა და ჩემს მაგივრად დედაჩემს დაუწყო ლაპარაკი... ესპანურად, და დედაჩემმა მე გადმომიკოპირა - ვინაა და რა უნდაო? მე მაშინვე მივხვდი, რომ ერთი ჩემი მეგობარი - ცნობილი ევროპული ავიახაზების მფრინავი იყო. და მივახვედრე დედაჩემი რაღაც დეტალების გაზსენებით, ესა და ეს მფრინავია, ხომ გახსოვს -მეთქი? ააა-ო, გაახსენდა დედაჩემს მაშინვე, და მერე სხვა თემაზე გადავედით, ეს მიგვავიწყდა. და უცებ, სრულიად მოულოდნელად მეუბნება დედაჩემი: ეს მფრინავის ნალაპარაკევი გადავაგდო კარზინაშიო? ჰაჰაჰაჰაჰჰა, ვაიმე რა სიცილი ამიტყდა.... იმენა ისე სასაცილოდ გაიჟღერა უცებ, "ეს მფრინავის ნალაპარაკევი გადავაგდო კარზინაში?" და მეთქი - კი, კი, გადაუძახე, არ დაგენანოს... :D :D პრსოტო იმდენად ახლო ვართ მე და დედა, რომ ზედმეტი ახსნა - განმარტების გარეშე, ამდენი ათასეული კმ-ის დაშორებით, ყველაფერზე გვეცინება...
ამას წინათ კიდე, ერთ პიროვნებაზე გავბრაზდი ზალიან, ერთი ჩემი თხოვნა არ შეასრულა (მერე მაინც შეასრულა, ჰეჰე). ხოდა, მე იმენა რომ მოვუყევი დედაჩემს, დავიწყე ლანძღვა - გინება, ეს დამპალი, თავი დიდი ვინმე ჰგონია, დამაცადოს მაგან, და ა.შ. თან ერთ - ერთ მითინგზე ვიყავი, და მსნ- ით ვლაპარაკობდით მე და დედა. მოკლედ, ცეცხლს ვყრიდი პირიდან, რომ დედაჩემმაც ამიბა მხარი დაფა - ზურნასავით, იმენა გული ვიჯერეთ :D და უცებ მივხვდი რომ მაშაყირებდა და გულიანად კვდებოდა სიცილით... გრრრრ, უცებ მითხრა, მაგ ყველაფერს რომ მწერ, თან ხომ არ ყვირიხარ მანდო? და ჩაიხითხითა. იმენა თერაპიასავით იმპოქმედა, სულ გადამიარა მთელმა წყენამ! მე რომ ეგ არ მომეყოლა დედასთვის, კარგა ხანს დაგრუზული ვივლიდი... იმდენად სერიოზული საქმე იყო... და ნებისმიერი მეგობრისთვის რომ მომეყოლა, სოლიდარობას გამომიცხადებდნენ და უფრო მეტად დამგრუზავდნენ მეც და თვითონაც დაიგრუზებოდნენ.
ესენი პროსტო მაგალითებად მოვიყვანე, უფრო იმიტომ, რომ სულ ახალი ამბებია, თორემ იმდენი რამე მაქვს დედასთან, რა ჩამოთვლის...
და შენც გირჩევ, არაფერი არ დაუმალო, რაც მეტს მოუყვები, მეტად ახლოს იქნები, და შესაბამისად - ბედნიერი იქნება ისიც და შენც! მოუყევი იმენა ყველაფერი, რაც თავში გაგიელვებს, შეულამაზებლად და შეუმოკლებლად. ნახავ, რა მაგარია!
რაც სეეხება შვილიშვილის სურვილს, ეგ ყველა ოჯახში მასეა :D იმათი თაობა არ იყო შეჩვეული ისეთ კარიერისტულ პირობებს, რაც ჩვენ გვაქვს, და შესაბამისად - ტავის რეალიზებას მასე ახდენდნენ. ახლა ჩვენ უამრავი სესაძლებლობა გვაქვს უზარმაზარი კარიერის მოწყობისა, და თუ სურვილიც ერთვის - ჩემი და როგორც ვხედავ - შენიც - ვარიანტს ვიღებთ, და ამ სემთხვევაში მაქსიმალისტებად ვყალიბდებით - მე პირადად მიმაჩნია - რომ 30 წლამდე ოჯახის შექმნა (ოფიციალურად, ბავშვებით) მარტო გამონაკლისების შემთვევაშია დასაშვები - 30-35 წლების შუალედი მაგ ტემისთვის მოსამზადებლად იდეალურია, რადგან მაგ დროს უკვე ყველაფერი გაქვს თითქმის ნანახი და გამოვლილი. ძნელი შესახედია, როცა ისე პატარები ქმნიან ოჯახს, რომ მერე ფაქტიურად ორი ბავშვი მესამეს ზრდის, და ეს მესამე - საცდელი წრუწუნას პონტშია ხოლმე კიდევ...
და მოკლედ რომ ვთქვათ, პირადად ჩემი მაგალითი ისაა - რომ ჩემი კარიერის ამ მუდმივი თავბრუდამხვევი აღმასვლის პერიოდში - 1 წუთი არ გამაჩნია, შესაბამისად ეგ საკითხი არ დგას დღის წესრიგში. და დედამ ეს მშვენივრად იცის და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ცოტა იზუზუნა, ბოლოს ჩამოყარა ყურები :D :D
ამიტომ, შენც გირჩევ, პირიქით ყველაფერზე ესაუბრო და შენი პოზიცია მტკიცედ დააფიქსირო, ვიდრე დაუმალო ის რაც შენს თავს ხდება ყოველდღე. დამიჯერე, ძალიან გაახარებ!
sixarulo, rogor miyvarxar. Seni yoveltvis mjeroda.
am komentarze gamaxsenda Charli Chaplinis ,,werilebi Cems Svils", Tu ar gaqvT wakitxuli, aucileblad waikitxeT.
gkocni da ra tqma unda, usazRvrod menatrebi.
უი არ გეთანხმები ანუშკი! (მეც დიდი კომენტარი გამომივა ვითომ?:P)
ჯერ იმას ვიტყვი, რომ საინტერესოა შენი აზრის გაგება და შენ და დედიკოს როგორი ურთიერთობაც გაქვთ ჩემთვის არ არის მიუღებელი, თუმცა ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ შენ გოგო ხარ და საერთოდ, გოგოები უფრო "დაქალობენ" დედებთან ვიდრე ბიჭები. ბიჭები უფრო მიუწვდომლები, ცოტა "უხეშებიც" ვართ და დედები ამას ეჩვევიან (დედაჩემის გარდა რა თქმა უნდა:D). მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი როგორ ვუყვები დიანას ჩემს პირადულ ამბებს, თუნდაც იმეებს რასაც ბლოგზე ვწერ (ბლოგზე მთლად პირად ამბებს რა თქმა უნდა არ ვწერ), იმიტომ რომ ასე ვარ, ასეთი გავიზარდე, ასეთი ურთიერთობა მქონდა ყოველთვის მშობლებთან და ასეთი მექნება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად მიყვარს და ვაფასებ ჩემს მშობლებს. ჩემებს ისიც ვერ გაუგიათ რატომ მინდა ცალკე ცხოვრება თბილისში რომ დავბუნდები, ჩვენ რაში გიშლით ხელსო, მე კიდევ მარტო გადასვლა წამოსვლამდეც მინდოდა (უბრალოდ არ მქონდა საკუთარი სახსრები საკმარისი, ძალიან გამიჭირდებოდა ხელფასი ბინაში მეხადა, მაინც ახალგაზრდა ვარ და გართობისთვისაც მჭირდება ფული) და ახლა აქ რომ ვარ მარტო და რომ დავბრუნდები მერე ხომ სრულიად წარმოუდგენელია სახლში გაძლება. პრობლემა იმაშია, რომ საკითხს არასწორად სვამენ. საქმე იმაში კი არ არის მიშლიან თუ არა რამის კეთებას. საქმე იმაშია, რატომ უნდა იყოს გაუგებარი 27 წლის (რომ დავბრუნდები მაგდენის ვიქნები:P) მამაკაცს რომ დამოუკიდებლად ცალკე უნდოდეს ცხოვრება, ეს ჩემთვის იმდენად ლოგიკურია, რამდენადაც ეს მთელი დანარჩენი ევროპისთვის (საქართველოს და სხვა პროაზიური ქვეყნების გარდა)...
მოკლედ ეს კიდევ სულ სხვა საკითხია და ჩემები მიგებენ თუ არა, მაინც შეგუებულები არიან რომ ისე იქნება როგორც მე მინდა.
მსახიობი ვარ. დედაჩემი ვერ გაიგებს ჩემი სახით მიჭირს თუ მილხინს. ასე რომ ბლოგი მისთვის დახურულია და ზოგჯერ უნდა იყო ცოტა უფრო მკაცრი, რომ აგრძნობინო შენებს, რომ აღარ გჭირდება: "გარეთ რომ გახვალ ქუდი დაიხურე", "ღამე თუ გცივა ის ადიელაც გამოყენე, მწვანე", "ღამე გვიან ნუ იძინებ ხოლმე, ცუდია ჯანმრთელობისთვის" და მსგავსი სისულელების მოსმენა...
დროდადრო მიდგომაც იცვლება.
სხვა თუ არაფერი ჩემს და ჩემს მშობლებს შორის ძალიან იგრძნობა თაობათა სხვაობა, ბევრი რამეა ჩემთვის მისაღები რაც მათვის მიუღებელია და პირიქით.
თუნდაც ის რომ მე დღეს იურისტი ვარ ჩემების "დამსახურებაა", მუსიკოსობა მინდოდა, იმიტომ რომ მუსიკა იყო და არის ყოველთვის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი, ხოლო ჩემებისთვის მუსიკა არ იყო პროფესია მათი კომუნისტური მიდგომიდან გამომდინარე, უფრო "სერიოზული" და "ნამდვილი" პროფესია უნდა ამერჩია, თეატრალურში მინდოდა ჩაბარება სამსახიობოზე, რაც ასევე მაინტერესებდა და თან ვყოფილიყავი ხელოვანი ჩემთვის უფრო მისაღები იყო ვიდრე ვყოფილიყავი იურისტი. მოკლედ ვიყავი პატარა და ჩემი დაყოლიება ასე თუ ისე ადვილი აღმოჩნდა: მიყიდეს დასარტყამი ინსტრუმენტი, რაც ჩემნი ოცნება იყო და წარმატებით ჩავაბარე უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე უფასო განყოფილებაზე. შედეგად: ისინიც კმაყოფილები იყვნენ და მეც. მაგრამ მეც? მე ვიყავი ვითომ კმაყოფილი?
შენ როგორ ფიქრობ სწორია ეს? სწორია შვილის მაგვირად ააწყო მისი ცხოვრება, არ მიაქციო ყურადღება რა აინტერესებს (და რისი გაკეთება შეუძლია) მას? არასოდეს, არც ერთხელ არ მომხდარა მცდელობა, რომ დამხმარებოდნენ პროფესიის არჩევაში ან უბრალოდ ეკითხათ რა მინდა...
სიტუაცია ისე დავხატე, რომ თითქოს მკაცრი ოჯახიდან ვარ. არადა არ არის ასე. საკმაოდ მშვიდად ხდებოდა ყველაფერი ჩემს ოჯახში. მამაჩემი საკმაოდ დაფასებული და ჭკვიანი იურისტია და ბავშვის (ჩემი) "მოტყუება", დარწმუნება კი გაუჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო:)
არც ისეა საქმე, რომ მე უბედურად ვთვლიდე თავს და მეზიზღებოდეს ჩემი პროფესია. არ არის ასე. ნებისმიერი პროფესია საინტერესოა, მთავარია შეეცადო რომ დაინტერესდე და დრო დაუთმო. ამას ისიც ემატება, რომ არაფერს ვნანობ წარსულში არასოდეს, იმიტომ რომ ვფიქრობ ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო როგორც მოხდა.
(რა კარგია შენზე გრძელი კომენტარი გამომივიდა:P)
არადა, საინტერესო თემააო და მე კიდევ ცოლის მოყვანა მქონდა თემად, შენ კიდევ დედაშვილური "გაუშვი":)))) კარგი იყოს ასე. თუმცა ის გამიხარდა, რომ ცოლის მოყვანის ამბებში დამეთანხმე:)
კიდევ ვერ ვხსნი წერილობით, რომ მართალი ვარ მე ჩემი დამოკიდებულებით მშობლებთან და რომ არ ვრევ პირად ცხოვრებაში და არც "ახლო" მეგობარი რომ არ ვარ... მაგისთვის მყავს ახლო მეგობრები (არგუმენტიც ვიცი, რომ მშობლებზე დიდი მეგობრები ვერ იქნებიან, იმიტომ რომ მშობელი სხვაა, ოჯახის წევრია და მეტად ზრუნავს შენზე... არ ვეთანხმები, ამიტომ ნუ წამოაყენებთ ამ არგუმენტს. მშობელს თავისი ადგილი აქვს და მეგობარს თავისი. ყველას თავისი "ფუნქცია" და "კომპეტენცია" გააჩნია. ჰოდა, მე ვფიქრობ, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევა სცილდება მშობლების კომპეტენციას)
რას ვიზამთ! გავიზარდეთ! გავვირდით და უნდა შეეგუონ ჩვენი მშობლები რომ საბოლოო ჯამში დიდი უმადური ვინმეები კი გაუზრდიათ:))) ეს ყოველთვის ასე იყო, ახალგაზრდებს სჭირდებათ მეტი ინტეგრაცია, რომ ერთ დღეს მარტო არ აღმოჩნდნენ ცხოვრების წინ:)
უი რამდენი ვიბოდიალე. ბევრი საკამათო თემაც დავწერე. ჰოდა მზად ვარ თქვენი დარტყმებისთვის.
პ.ს. ხაზს ვუსვამ ანუშკი, რომ მე მომწონს შენი და დედიკოს ურთიერთობა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ორივე კმაყოფილები ხართ:)
ეს ყოველთვის ასე იყო, ახალგაზრდებს სჭირდებათ მეტი ინტეგრაცია, რომ ერთ დღეს მარტო არ აღმოჩნდნენ ცხოვრების წინ:)
es Seni sityvebia Miro.
magram, ar fiqrob, rom SeiZleba dadges is dRe, roca mSoblebi aRmoCndebian cxovrebis win marto da iqneb Sinaganad ukve martonic ki arian. (amas zogadad vambob. ar ifiqro, rom an Sens mSoblebze vambovde, an kidev Anas mSoblebze).
mSoblebis zrunvas tqvenze egoizmad miiCnevT da aba dafiqrdiT, tqveni, e. w. damoukidebloba, cota egoizms xom at hgavs? Tqven gintaT damoukidebloba, Tavisufali cxovreba da a.S. da amas yvelafers mSoblebma Soridan unda uyuron? me, magaliTad, nostalgia maqvs did ojaxebze, sadac sami taoba cxovrobs ertad. :) da, sxvataSoris, aseTo ojaxebi evropaSic Semorcenilia jer kidev da amerikaSic. Tqven yvelafers amas maSin mixvdebiT, roca ojaxebi da Svilebi geyolebaT. qarTveli verasdros ver iqneba ucxoeliviT gulgrili Svilis mimarT. SeiZleba isev Svilis siyvarulis gamo es tamasi iTamaSos, magram merwmuneT, qarTveli mSoblisTvis Svilis cxovrebiT cxovreba genetikuria da ver daiviwyebs. amas tqvenc gamocdit uaxloes droSi :)
rac seexeba ojaxis seqmnas, orivesTan maqvs kiTxvebi.
Miro, vTqvaT qmni ojaxs 30 wlis asakSi. moiyvan 28-30 wlis gogos :), romelmac ukve cxovreba moiwyo Tu 20-22 wlis ,,varikas"?:) (es, Tu aseTi arcevanis winase xar. am SemtxvevaSi gamovricxoT siyvaruli.)
Ana, Senc aseve, vtqvaT ojaxs qmni 30 wlis asakSi. aq ukve naklebi Sansia gahyve 30 wlis ,,Wabuks". mzad xar im Semtxvevistvis, rom Sen seiZleba xelSi Segrces 40 wlamde asakis kaci, romelic cota ar iyos da, ukve ,,asakSia" da SeiZleba sul mcire, wnevis wamlebsac svams :)10 welSi xom dalevs da dalevs:)
aba, he, velodebi Mirosi ar iyos, ,,dartymebs" :)
გადასარევია! ბრწყინვალე! იფიფიფ რა კარგი საპასუხოა. დავიწყეთ?:)))
მოდი ბოლოდან დავიწყებ და თავში ავყვები:
ცოლი: რამდენი წლის იქნება ჩემი ცოლი? ჩემი ცოლის მოყვანის დაუგეგმავობა და არ ფიქრი მაგ თემაზე სწორედ იმას ნიშნავს, რომ არც მასეთ რამეებს ვგეგმავ: 5-10 წლით ახალგაზრდა მყავდეს ცოლი და ასე შემდეგ. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა როცა სიყვარულია და როცა სიყვარული არ არის მაშინ ცოლის მოყვანას აღარ აქვს მნიშვნელობა. სულაც არ ვფიქრობ, რომ მე თუნდაც 30 წლის ასაკში ისეთი მდგომარეობა მექნება, რომ სიყვარული "ვერ მოვძებნო" და სასოწარკვეთილი დავთანხმდე ყველანაირ საოჯახო გარიგებას, ან თუნდაც 20-22 წლის გოგოსთვის თავგზის აბნევას ან მოქრთამვას მივმართო. მგონი ამას გულისხმობდი(თ)? მოკლედ, ჩემი დღევანდელი მეგობარი გოგო (შეყვარებულს არ ვეძახი, იმიტომ რომ არც მე მომწონს ეს სიტყვა და არც მას) ჩემზე ორი წლით პატარაა, ანუ მე რომ 30 წლის ვიქნები ის 28 წლის იქნება და სიმართლე გითრხათ სულ არ მაქვს ახლა პრობლემა ჩემამდე რას და როგორ აკეთებდა, დარმწუნებული ვარ კარგად იცხოვრა და დარჩენილ ცხოვრებას მე დამითმობს თუ იმ ეტაპამდე მივედით რაც ოჯახის შექმნაზე გვიბიძგებს...
ვფიქრობ ანუშკიც ასე ფიქრობს, რომ ასაკს არ აქვს დიდი მნიშვნელობა თუნდაც იმიტომ რომ ანუშკის შემთხვევაში, 30 წელზე უფროსს რომ უნდა გაჰყვეს ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე რამე აკლდა იმ 30 წელზე უფროსი მამაკაცისგან და ის ურთიერთობა არ ჰქონდა რაც გაუხარდებოდა და ვერ შეირგებდა ახალგაზრდულ "სიყვარულს", სიგიჟეს და ასე შემდეგ. აქ უბრალოდ ოჯახის შექმნაზეა საუბარი და არა ერთად ყოფნაზე და ოჯახი კი უფრო მეტად სერიოზულია ვიდრე ამას ქართველი ახალგაზრდები აცნობიბერებენ. 40 წლის მამაკაციც არ მგონია რომ წამლებზე დასაჯდომად იყოს განსაწირი: დღეს თანამედროვე მამაკაცებს რომ შეხედოთ ევროპაში, ზოგი 40 წლის მამაკაცი 20 წლისაზე ახალგაზრდულად გამოიყურება... დამიჯერეთ ასაკი არ წყვეტს არაფერს და ჩემს შემთხვევაში კიდევ იმ აზრს დავუბრუნდები რომ:
თქვენთვის, როგორც ჩანს სიყვარულის და ერთად ცხოვრების ბედნიერება მხოლოდ ოჯახის შექმნასთან ასოცირდება და ჩემთან არა (მე ჩემთვის ვერ შევარჩევდი გათხოვებაზე დაგეშილ გოგონას) და სამწუხაროდ ქართველი ახალგაზრდებისთვის ასეა რომ ერთად ცხოვრებას მშობლები უშლიან და რა უნდა ქნან, მოიყვანონ ცოლი, ეგ არის სწორედ ევროპასთან განსხვავება. ევროპაში წყვილები ერთად ცხოვრობენ და მაშინ ქმნიან ოჯახს როცა ერთად სამუდამოდ ცხოვრებისთვის არიან მზად (ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ) და არა მაშინ როცა სექსი მოუნდებათ (ეს როგორც საქართველოშია) და სექსის უფლებას რელიგია, ტრადიციები და ასე შემდეგ არ აძლევთ. მეც სწორედ იმას ვამბობ, რომ საქართველოში ცხოვრება უკვე შეიცვალა და ოჯახის შექმნასთან დამოკიდებულებაც იმედი მაქვს შეიცვლება.
შეიძლება ძალიან "პროგრესულად" ვაზროვნებ, მაგრამ მე ასეთი ვარ. ასე რომ ოჯახს რომ შევქმნი, ერთადერთი ის შეიცვლება, რომ ბავშვის გაჩენაზე ვიფიქრებ და მეტი დრო რომ გამოვნახო მის აღსაზრდელად და ზოგადად ოჯახისთვის და სხვა არაფერი დამაკლდება მანამდე.
აქეთ-იქით მივედ-მოვედე და იმედია მიხვდით რა ვიგულისხმე.
მშობლები რომ დარჩებიან მარტო მაშინ რა ხდებაო? აი მართლა ვერ გამოვდივარ იმ აზრიდან, რომ დავასკვნა: როდემდე უნდა გაგრძელდეს შვილების მშობლებზე დამოკიდებულება? და ალბათ თქვენი არგუმენტი მაძლევს მე დასკვნის საშუალებას. ეტაპები:
1. ბავშვი დამოკიდებულია მშობლებზე;
2. იზრდება, ნელნელა დამოუკიდებელი ხდება, ამის შეგუება მშობლებს მტკივნეულად, მაგრამ მაინც უწევთ და შემდეგ უკვე ცალკე ცხოვრებას იწყობს დამოუკიდებლად;
3. შვილები და მშობლები თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ;
4. მშობელი მოხუცდება და შემდეგ უკვე ის ხდება შვილებზე დამოკიდებული და ამ შემთხვევაში და ქართულ რეალობაში არ მგონია რომელიმე შვილი გამოჩნდეს უმადური...
თქვენ დამოუკიდებლობას მშობლებმა შორიდან უნდა უყურონო? არაა, როგორ გეკადრებათ! უნდა შემოვიდნენ ჩემს საწოლ ოთახში და ახლო ხედით უყურონ როგორ მაქვს "პირადი ცხოვრება" ჩემს მეგობარ გოგოსთან! მართლა არ მესმის! დიახაც ხაზს ვუსვამ რომ ეგოიზმია მშობლების მხრიდან შვილებს რომ დამოუკიდებლობის უფლებას არ აძლევენ ასეთი საქციელი. ხოლო ჩვენი, შვილების მხრიდან ეს თუნდაც ეგოიზმი იყოს, მაინც საჭირო და აუცილებელი ეგოიზმია: ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც თვითონ სურს, მით უმეტეს, როცა მაგის ტვინი და შესაძლებლობა აქვს. ანუ მაგ ეგოიზმის გამო უნდა "გავძლო" ყოველ დღე მშობლების მითითებები, ვცხოვრობდე სახლში, სადაც ჩემი განწყობა არა მარტო ჩემს ხასიათზე, არამედ სხვა ოჯახის წევრის ხასიათზეც არის დამოკიდებული? და საერთოდ! არ მგონია რომ ეს საკამათო თემა იყოს: უბრალოდ წარმოუდგენელია ჩემთვის 20 წლის შემდეგ ახალგაზრდას რომ არ ჰქონდეს დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება და ვერანაირი არგუმენტით ვერ გადამარწმუნებთ.
თუმცა ერთი საკითხი. მომწონს დიდი ოჯახები რომ ცხოვრობენ ერთადო და ევროპა-ამერიკაშიც არიანო. გეთანხმებით - არიან და ზუსტად მოწონებაზეა: თუ შვილსაც აქვს სურვილი და ოჯახი უბრალოდ ასეა აწყობილი, რატომაც არა! არიან ასეტუ ოჯახები და ყველა ბედნიერია! ღმერთმა გაუმარჯოს! მივესალმები! მაგრამ თქვენ დაგავიწყდათ რაზეა აქ საუბარი: შვილის დამუკუდებლად ცხოვრების სურვილზე(!) და არა ვალდებულებაზე!
დავიცვათ ბავშვების უფლებები! და შემდეგში, თუ დამჭირდა, გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციდანაც მოვიყვან მუხლებს, რომ არგუმენტები გავამართლო, ხოლო გაერო კიდევ ის ორგანიზაციაა, რომლის წევრი თითქმის ყველა სახელმწიფოა მსოფლიოში! ანუ მისი ღირებულებები ყველასთვის (საქართველოსთვისაც) მისაღებია აქედან გამომდინარე!
ჰეჰ, იურისტი ვარ:))))
jajaja, miro tavs danatris.
ვუიმე, რამდენი გილაპარაკიათ :D
მანანა(დე): მეც ძააააალიან მიყვარხარ!! ძალიან ძალიან ძალიან ძალიან!!! გკოცნი ისე მაგრად, ისე მაგრადდდდ.... მპუაააააა :*:*:*:* მეც ძალიან მენატრები :*:*:*:*:*
jaco da anonimo ((ერთად გპასუხობთ): ჩემი და დედას (და მამას) ურთიერთობა “დაქალოჩკობას” ბევრად სცილდება. მამასთან იგივე ურთიერთობა მაქვს, უბრალოდ ის განსხვავებაა, რომ დედები ბუნებით უფრო “მეწვრილმანეები” არიან, და
ბევრ უმნიშვნელო რამეზე შეუძლიათ დაუსრულებლად ლაპარაკი, განსხვავებით მამებისა და საერთოდ, კაცებისა. მამა, რომ გაიგებს კარგად ვარ, არაფერი მაკლია, შესანიშნავად ვგრძნობ თავს, უკვე კმაყოფილია და მშვიდადაა და ყოვლად ინფორმირებული სცილდება ტელეფონსაც და კომპიუტერსაც; იმ დროს, როცა დედას აინტერესებს: იმ დაჯილდოვებას რომ დაესწარი, რა გეცვა; თმა როგორ გქონდა გაკეთებული; ამ სურათზე რომელი ქუდი გახურავს; ფრჩხილები რა კარგად გაქვს; სანამ გახვალ სასტუმროს ნომრიდან, კარგად მოათვალიერე ყველაფერი და უჯრები გამოწიე, არაფერი დაგრჩეს (მიუხედავად იმისა, რომ უკვე 13 796 – ჯერ ვარ ნამყოფი სასტუმროებში), და ა.შ. ასეთ რამეებზე, სულაც არ არის საჭირო, გაღიზიანდე და უპასუხო, რომ უკვე დიდი ხარ და შენს თავს თვითონაც კარგად მოუვლი; შეგიძლია უპასუხო, მაგალითად, რომ: მეცვა ისე, რომ ყველას თვალები გადმოსცვივდა, ხახახახ; ხომ მაგრად მიხდება ეგ ქუდიიიი; კიიი, ყველაფერს მოვათვალიერებ და არაფერი დამრჩება!!!
ამ ორივე პასუხს ერტი და იგივე ენერგია მიაქვს, განსხვავება ისაა, რომ პირველ შემთხვევაში ორივე მხარე გაღიზიანებული რჩებით; ხოლო მეორე შემთხვევაში – ის კმაყოფილი რჩება – და შენ რატო აღარ უნდა დარჩე კმაყოფილი?
არის ოჯახები, სადაც მშობლების და შვილების ურთიერთობა არ არის ისეთი “ახლო”, და ძნელია, მოსთხოვო დიდი გაგება. მით უმეტეს, საქართველოში. მართალი გითხრა, არ ვიცნობ პანაცეას მასეთი შემთხვევებისთვის, თუმცა მგონია, რომ დაჯდომა და საუბარი და ყოველვარი ტეატრალიზმის გარეშე ახსნა, რა გინდა და როგორ გინდა, უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა უფრო “ძალისმიერი” მეთოდები. Nებისმიერ შემთხვევაში, თუ დედაშენმა იცოდა ბლოგის არსებობა, და აღმოაჩენს, რომ აღარ არსებობს (მისთვის, მაგრამ ეს ხომ არ იცის), ძალიან ეწყინება (მე პირადად ძალიან შეურაცხყოფილად ვირძნობდი თავს). შულ მცირე, ახსნა – განმარტებას მაინც იმსახურებს, რომ: იცი რა დედა, არ მინდა უბრალოდ, რომ წაიკითხო ბლოგი.
რაც შეეხება ცალკე ცხოვრებას: არ მესმის, რატომ უნდა იყვნენ მშობლები წინააღმდეგნი, რომ შვილმა, რომელიც უკვე საკმაოდ დიდია, იცხოვროს ცალკე, თუ უნდა და ამის საშუალება არსებობს. ხელის შეშლა რა შუაშია. მე არასდროს არ მქონია მაგ მხრივ წინააღმდეგობა მშობლების მხრიდან. მაგრამ, საქართველოში როცა ვცხოვრობდი, ანუ რამდენიმე წლის წინ, არანაირად არ მქონია მოთხოვნილება ცალკე ცხოვრებისა (იქვე, თბილისში ვგულისხმობ), ორი მიზეზის გამო: 1. მე და ჩემი მშობლები შესანიშნავად ვერთობოდით ერთად, როგორც კაი თინეიჯერების ჯგუფი; და 2: სულ მქონდა იმის პარანოია, რომ სახლში ვიღაც შემოგივარდება, როგორი დაცულიც არ უნდა იყოს, ან ვიღაც აგეკიდება, ან რამე ასეთუ უჟასი. რას იზამ, მანდ ასეთი დაფეთების საკმაო საფუძველი არსებობდა და არსებობს.
თუ შენ არ გაქვს ეს პროპლემა, (სულ პ-თი ვწერ “პრობლემას”, და მიზეზი მაქვს :D), მაშინ ოლე, რომ იტყვიან. არ მესმის, რატომ არ უნდა იცხოვრო ცალკე, ან რატომ უნდა დაგიშალონ????
რაც შეეხება ადიელებს და ქუდებს, მაგაზე ზემოთ უკვე გიპასუხე :) მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ ეგ ჩვეული ამბავია დედისთვის (მამები, როგორც წესი, არ აფრქვევენ მასეთ ბრძნულ აზრებს :)). მე პირადად, მამხიარულებს ეს და სულაც არ მაღიზიანებს. არაფერი მიჯდება, ავყვე მასეთ საუბრებს და მშვენივრად გავატაროთ დრო. ერთ მაგალითს მოგიყვან: არ ვიცი, შენ გქონია თუ არა ოდესმე ვინმეზე პასუხისმგებლობა, მაგრამ მე, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციის პრეზიდენტს, გაცვლით პროგრამებში ხშირად ვიღებ ბავშვებზე და არც თუ ისე ბავშვებზე პასუხისმგებლობას. და სულ პირველ პროექტში, მე თვითონვე დავრჩი გაოცებული, როგორ მომდიოდა სულ მასეთი აზრები, რომ სულ მეკონტროლებინა პირადად, როგორ აცვიათ, არ შესცივდეთ, ქუჩაზე გადასვლისას ფრთხილად იყვნენ, დაისვენონ და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარდა უამრავი პიროვნებაა პროექტებში, რომლებიც ყურადღებას აქცევენ, მე, როგორც პრეზიდენტს, უმაღლესი პასუხისმგებლობა მეკისრება. და ალბათ, პასუხისმგებლობის გრძნობის დროს გენეტიკურად იღვიძებს შენში სურვილი, რომ გააფრთხილო/დაათვალიერო/გააკონტროლო შენი “მფარველობის” ქვეშ მყოფი არსება. აქედან გამომდინარე, მშობლისთვის შვილი ხომ მუდმივ პასუხისმგებლობას წარმოადგენს, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს იგი?
რაც შეეხება პროფესიის არჩევას, მაგ მხრივ საქართველოში არსებობს ჩამოყალიბებული აზრები და ძალიან ძნელია მაგის შეცვლა. უმრავლესობა ოჯახებში ერთი და იგივე ამბავია (შენნაირი დაახლოებით, ბევრგან უფრო მძიმე) მე ძალიან გამიმართლა, რომ მშობლები ყველანაირად მხარში მედგნენ და მიდგანან და ყველანაირად ანგარიშს უწევდნენ ჩემს სურვილებს. ვინმეს მაგივრად არ უნდა ააწყო მისი ცხოვრება, იმიტომ რომ შენ – შენ ხარ და ის - ის, დაბადებიდან დამოუკიდებელი არსებაა, და შენ არ იცი და ვერ გადაწყვეტ, რა უნდა ან არ უნდა მას. ყოვლისმცოდნეობის დაჩემება კი – ძალიან დიდი სისულელეა.
ვერ გავიგე, რა პროპლემაა 40 წლის კაცი :D 40 წლის ტეტველი კაცი!! ხახახახა
ხუმრობა იქით და, წნევის წამალი რა არის ისეთი, ნაკლია თუ რა? ჭნევის წამალს ლამისაა მე დავლიო უკვე ხახაა არა, ჯერჯერობით არ მჭირდება, მაგრამ რომ ვსვამდე, მერე რა?
40 +- ასაკის პიროვნებებისაგან შედგება ძირითადად საზოგადოება, რომელშიც მე ვტრიალებ ძირითადად (რა თქმა უნდა, არიან ბევრი უფრო ახალგაზრდა და ძალიან ახალგაზრდებიც, მაგრამ ძირითადად უფროსები), და აღფრთოვანებული ვარ მათთან ურთიერთობით. იმენა ვაფანატებ მათზე. მათთან ბევრად უფრო მეტი საერთო მაქვს, ვიდრე უფრო ახალგაზრდა “ჭაბუკებთან”. მართალი გითხრა, ჩემი ასაკის ყმაწვილების მიმართ არავითარი ინტერესი არ გამაჩნია არც დღეს, და რამდენიმე წლის შემდეგ ხომ საერთოდ. Mხედველობაში იქონიეთ, რომ ვსაუბრობ ზოგადად, და გამონაკლისებს არ ვგულისხმობ (და გამონაკლისებში საკმაოდ ბევრნი შედიან).
მე რომ ვიყო დასაბადებელი ბავშვი, და არჩევანის საშუალება მქონდეს ორ ვარიანტს შორის, დაუფიქრებლად ავირჩევდი 35-45 წლის ცოლ-ქმარს, რომელთაც აქვთ სოლიდური სამსახური, ავტორიტეტი და სახელი, სოლიდური მეგობრების წრე, და სავახშმოდ მიდიან მდიდრულ რესტორანში, ვიდრე 20-25 წლის ცოლ- ქმარს, რომელთაც კაი, აქვთ ასევე სამსახური, მაგრამ თავის დამკვიდრებამდე საკმაოდ უკლიათ; ჰყავთ ძალიან კარგი მეგობრები, მაგრამ მათაც ასევე უკლიათ თავის დამკვიდრებამდე საკმაოდ, მეგობრული შეკრებები ხდება კვირაში 3-4 -ჯერ და დილის 6 საათამდე გასტანს; და სავახშმოდ მიდიან სადაც მოუხვდებათ, და მერე იქიდან დისკოტეკაზე.
არავის წყენინება არ მქონდა განზრახული, და პირადად მეც ვსტუმრობ ხოლმე დისკოტეკებს როცა საჭიროა, და ეს ჩემი 40 წლის, მდე-და-ზევით მამაკაცებიც და ქალებიც, უბრალოს მინდოდა გადმომეცა განსხვავება და ვფიქრობ, დაგანახეთ, რისი დანახებაც მინდოდა.
მე პირადად გეტყვით, რომ როცა შვილი მეყოლება, ვენ ვეცდებით, რომ მას ჰქონდეს ჩვენგან მახიმალური ყურადღება. და ის დაიბადება ოჯახში, და ეყოლება დედა და მამა. ოჯახში, რომელმაც იცის, რა უნდა და როგორ უნდა (ოჯახს, არა შვილს). და რომელშიც მეც და ჩემი შვილის მამასაც უამრავი რამ გვეწნება ნანახი, და ჩვენი პირადი კარიერისტული პატივმოყვარეობა და ინტერესები უმეტესწილად დაკმაყოფილებული (ვამბობ უმეტესწილად, იმიტომ რომ ყოველთვის არის რის მიმართაც გაქვს ინტერესი და ა.შ.). აქედან გამომდინარე, (უკვე მერამდენედ :D) ვაცხადებ, რომ მიზეზი, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ეს საკითხი არ იდგეს დღის წესრიგში, ვარ პირადად მე. თორემ ძალიან ბევრი ჩემი შვილის მამობის კანდიდატი თუ მსურველი მშვენივრად არის მზად :D :D არიან ისეტებიც, რომლებიც არ არიან მზად, მაგრამ მაინც აცხადებენ სურვილს :D :D მაგრამ ძალიან ბევრი არის მზად. მაგრამ საქმე ჩემშია და არა იმათში, როგორც უკვე ვთქვი. ასე რომ, მე მგონი, ცხადად დაგანახეთ ჩემი პოზიცია. :)
აბა ჰე, ველი თქვენგან კომენტარებს :D
ანუშკი, საკმაოდ საინტერესო ადამიანი ხარ. ახლა არ შემიმჩნევია, უბრალოდ ახლა დავრწმუნდი:)
მე რომ შენ კიდევ გეკამათო არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ სხვა დროს თუ გვექნება საშუალება დავსხდეთ და ვისაუბროთ და ასე უფრო რთულია. მოკლედ გეტყვი რა დასკვნა გამოვიტანე:
არ გეთანხმები იმაში რაშიც შენ არ მეთანხმები და გეთანხმები ყველაფერ იმაში რაშიც შენ მე მეთანხმები:D:D:D
ანუშკი: "სურვილი, რომ გააფრთხილო/დაათვალიერო/გააკონტროლო შენი “მფარველობის” ქვეშ მყოფი არსება"
მირო: "აი ეგ სურვილი ჩემს მიმართ მშობლების მიმართ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიუღებელია და რა ვქნა. ანუ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთს დავამატებდი (და ეს უფრო იქნება დასკვნა): მე და შენ სრულიად განსხვავებული ოჯახები გვაქვს!(რისი პროდუქტიც ის არის რომ რაღაც-რაღაცეებში განსხვავებულად ვაზროვნებთ)"
პ.ს. ანუშკი: "ეს საკითხი არ იდგეს დღის წესრიგში, ვარ პირადად მე. თორემ ძალიან ბევრი ჩემი შვილის მამობის კანდიდატი თუ მსურველი მშვენივრად არის მზად :D"
გენიალურია!:D:D:D
mdaa. iZulebuli var am sakitxze Sevwyvito kamaTi. magari xar Ana. yvela gza momiWeri. mxolod erTs vityvi. marTalia 40 wlis SesaZlo saqmro ar daiwuneba wnevis wamlis gamo,(Tumca es mainc cakamaToa), Tan Miromac aRniSna, zogi 40 + wlis evropeli bevr axalgazrdaze kargad gamoiyurebao, magram, aq sxva raRacaSia saqme da ara marto garegnobaSi. :) Kobzonic cdilobs gamoiyurebodes axalgazrdulad, magram mgoni es mcdeloba sasaciloa. ase araa? da uamravia aseTi. me mainc vityvi, wlebi zalian swrafad garbis da rogorc qartuli andaza ambobs, ,,yvelaferi adre sjobia, sikvdilis gardao". ise, cemo Ana, darwmunebuli iyavi, seni mSoblebi Seni gacenis dros 35-40 wlisebi rom yofiliyvnen, namdvilad ver icxovrebdit Tineijerulad.
Miro, xo marTla magaria Ana? me, magalitad, Zalian kmayofili var aseTi adamianis aRmoceniT.
jaco: დიდი მადლობა :)
ხო, მეც მასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკმაოდ განსხვავებული ოჯახები გვაქვს. მაგრამ მაინც ვერ დამარწმუნებ, რომ შენი მშობლების მიდგომის შეცვლა ვერ შეგეძლოს დაჯდომით და საუბრით - უკიდურესი მოქმედების - მაგ. ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფო - საპირისპიროდ...
P.S.-ზე :D :D :D :D
anonimo: სულაც არაა საჭირო, რომ შეწყვიტო კამათი (თუ შენ თვითონ არ გინდა ეს), პირიქით, ძალიან საინტერესოა შენი და ყველას აზრების მოსმენა. :)
რაც შეეხება 40 და ზემოთ კაცებს, კაი რა, რეებს ლაპარაკობ. :) ჩემთვის სულ პატარაობიდან ბევრად უფრო საინტერესონი იყვნენ უფროსი კაცები, შინაგანადაც და გარეგნულადაც. ზოგს თავისზე პატარა ბიჭები აინტერესებს, და თავისი საქმისა და გემოვნებისა თვითონ იციან, რა ჩემი საქმეა.
კობზონი რა შუაშია, ეგ მგონი 80-ს უკაკუნებს უკვე, ახლა ვნახე 37-ში ყოფილა დაბადებული, ანუ 71 წლისაა. და თუ აქვს ენერგია და სურვილი და შესაძლებლობა, რომ იცხოვროს ახალგაზრდულად, რატომაც არა!! ყველანაირად მივესალმები. არააა, უნდა ჩამოყაროს ყურები და საწოლში ჩაწვეს, აი. ან ბუხართან სარწეველა სკამში, აი! კაი რაააა...
ნებისმიერი 40 + კაცი, რომელიც თავის ტავს პატივს სცემს, შესანიშნავ ფორმაშია ყველანაირად, და ბევრად სჯობია თავისივე 20 წლის წინანდელ ვერსიას. სამწუხაროდ, ეს ქართველ მამაკაცებზე ძნელად ვრცელდება.
ნებისმიერ მაგალითს დაგისახელებ, მაგალითად, ანტონიო ბანდერასი (ამ წუთას ტელევიზორში მაგის ინტერვიუა და იმიტომ ავიღე ეგ მაგალითად), 1960-შია დაბადებული, და ნახე რა ფორმაშია. ზუსტად მასე და უკეთესადაა უმრავლესობა ჩემს გარშემო.
და ჩემი მშობლები ჩემი გაჩენის დროს 35-40 წლისები რომ ყოფილიყვნენ, ვერ ვიცხოვრებდი თინეიჯერულად საქართველოში, იმ დროს როცა მე დავიბადე, და შესაძლოა ვერც ახლა; მაგრამ დღეს რომ გავჩენილიყავი ზუსტად მაგ ოჯახში, და აქ, სადაც ვარ, ისე თინეიჯერულად ვიცხოვრებდი, რომ მზე მაღლა იყოს. უამრავი ასეთი ოჯახია ჩემს გარშემო, და ძალიან მშვენივრად ცხოვრობენ და ჩემთვის მისაბაძი მაგალითები არიან. ჩემს შემთხვევაში კიდევ, აღარც ის დროა, და არც საქართველოში ხდება მოქმედება. ასე რომ... :-)
miSveleT!
msaji!
yaims vtxoulob!!!
uh, es vis gadaveyare. martla, giJia oxeri.
ანუშკი, ჩემი მშობლები არ არიან ინფორმაციულ ვაკუუმში, რადგაც ჩემს ბლოგზე დადებული ინფორმაცია განკუთვნილი არ არის მათთვის და რაც აინტერებთ ჩემი ამბები მეკითხებიან და საკმაოდ ვრცლად ვპასუხობ, ანუ ჩემი ბლოგი ჩემი სხვა სამყაროა (ყოველ შემთხვევაში ადრე იყო და ახლა ნაკლებად მაქვს დრო რომ რამე საინტერესო პოსტები ვწერო).
ვიცი რომ ამაზეც შემეკამათები, მაგრამ არ გირჩევ:D ასეა და რას იზამ:) დღეს მაგალითად რეკორდი დავამყარე და ნახევარ საათზე მეტი ველაპარაკე დედიკოს სკაიპიში და კმაყოფილია, რომ ვიდეო თვალი გამოიგონა კაცობრიობამ (ალბათ წესით ყველა იაპონელი სამოთხეში უნდა მოხვდეს იმ წვლილისათვის რაც მათ ტექნიკის განვითარებაში შეიტანეს) და ყველაფერიც გაიგო რაც აინტერესებდა.
ასე რომ ბლოგის თემას აღარ შევეხოთ:)
ჰოდა დანარჩენ ყველაფერში გეთანხმები, თუმცა ერთის გამოკლებით: მე შენსავით ვერ მომეწონება 40+ მამაკაცები და მინდა გამოგიტყდე, რომ საერთოდ მამაკაცებს ქალები მირჩვნია როგორ ასეთი:))) ან უბრალოდ გოგონები: 20 წლის ასაკიდან დაწყებული არის კარგი ასაკი ჩემთვის, მაგრამ ამ ეტაპზე იცი რომ არ ვინტერესდები გოგოებით გარდა მეგობრული მიზნებისა (ანუ როგორც შენთან).
არადა, სადღაც 35 წლის რომ ვიყო და არ მყავდეს მეგობარი გოგო კი დავიწყებდი უკვე შენთან ფლირტაობას. ეეეჰ, აფსუს!:D:D
Publicar un comentario