სალამი ყველას ბანიოლესიდან,
ჩემი საზაფხულო განრიგის მე-6 (ზედიზედ) ტურნირის მე-6 ტურის დაწყების წინ, ტერასაზე ვზივარ და ვპოსტავ. დღეს ბანიოლესის საერთაშორისო ტურნირის მე-6 ტური გაიმართება, სადაც თქვენი მონა-მორჩილი თეთრი ფიგურებით შეერკინება ფლუვიების კლანის უფროს წარმომადგენელს. ;) ჟოან ფლუვია, რომლის რეიტინგია 2467,ძალიან ნიჭიერი მოჭადრაკეა და ტორდერა-ს საჭადრაკო კლუბში თამაშობს. იგი კატალონიის ერთ-ერთ წამყვან ახალგაზრდა მოჭადრაკედ ითვლება.
ჟოანის ანგარიშზე უკვე ირიცხება ჩემს წინააღმდეგ ერთი გამარჯვება, შავი ფიგურებით, რომელსაც წლევანდელი საკლუბო ჩემპიონატზე მიაღწია. იმ დღეს, მოწინააღმდეგის "მოედანზე", ანუ , ულამაზეს ტორდერაში ვთამაშობდით. კარგად მახსოვს, დილაადრიან წამოვხტით,რათა არ დაგვეგვიანა. მაინც დავაგვიანეთ. ;)) ტორდერის სილამაზით განცვიფრებული დავრჩი. ზუსტად იმ დღეს დიდი ბაზრობა იყო (საკლუბო ჩემპიონატის პარტიები კვირაობით იმართება). ვიწრო ქუჩებსა და ტიპიურ ესპანურ შენობებს საზეიმო ელფერი დაჰკრავდა. მეც მეტი რაღა მინდოდა... კინაღამ შუა გზაზე ჩამოვხტი მანქანიდან. ;) ტური ზუსტად ბაზრობის საათებს ემთხვეოდა, და ამან ცოტა ცუდ ხასიათზე დამაყენა. ;)
ჟოანმა და ჟორდიმ ტურის შემდეგ ტორდერის შესახებ მომიყვნენ. მართლა ძალიან ლამაზია... თუ რომელიმე თქვენგანი ესპანეთში ბაკასიონებს გეგმავს, აუცილებლად ეწვიეთ ტორდერას, არ დაგავიწყდეთ! ;)
ანა
lunes, agosto 21, 2006
Suscribirse a:
Entradas (Atom)