საღამო მშვიდობისა!
ძალიან დაღლილი ვარ. არადა, კიდევ საკმაო საქმე მაქვს დღეისთვის მორჩენილი.ახლა ცოტა შესვენება გადავწყვიტე, მარა, თავში იმდენი რამე მიტრიალებს, მაინც ვერ ვისვენებ ერთ ადგილას. მართლა ასე ყოფილა(ეს უკვე დიიიიიიიიიიიდი,დიიიიიიიიიიიიიდი ხანია, დავადგინე): რაც მეტ საქმეს აკეთებ (ცდილობ), უფრო გემატება ძალები, იმის მაგივრად, რომ გამოგეცალოს. კიდევ ერთი: ეს საოცარი სიცხე, რომელიც ასე თანგავს ხალხს, მე უფრო და უფრო მავსებს ენერგიით. მაგარია!
ედუ დღეს ბრუნდება მადრიდში, და სულ იმას ვამბობ, საბრალოს, ძვლები გაუთბება. :-) ამსტერდამში მაისურის ამარა ჩავიდა, არადა, +4 გრადუსი იყო!! რა მხეცობაა , ჰიჰიჰი. მეც ერთი სული მაქვს, როდის მოვუსვამ; უფრო მეტი სიცხე მინდააააააააააააააააააა!!
ეს ტელევიზორი კიდევ, რამხელა ხმაზე ღრიალებს... ახლა გავაცნობიერე, თუ რატომ ამასკდა თავი ასე . ადგომაც კი მეზარება, ისე ვარ დაღლილი. 20 წუთში სავარჯიშოდ წავალ, შემდეგ კი კვლავ მზად ვიქნები შრომისა და თავდაცვისათვის!
პოკუნები,
ანა ^^
Limpeza de Pele Profunda: Quando e Porquê Fazer
Hace 15 horas