Bueno, como últimamente me reclaman demasiado y me ponen verde verde mis paisanos y han aparecido hasta amenazas por ahí porque no escriba en georgiano, pues toma, aquí lo tienen... para que luego no se diga xDD
ოლაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!! ^^
მას შემდეგ, რაც ჩემი "ინბოქსი" აფეთქდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, საჩივრებისაგან - ქართულადაც წერეო, ავდექი და ვწერ, ჰა, არ გასკდეთ ცნობისმოყვარეობით!! :) ვწერ, მარა, რომელი ერთი ამბავი მოგწეროთ??? არ დამეტევა, ვა. რა გიყოთ? ჰა, დავიწყებ ამბების მოყოლას, მარა გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ბევრს მოგიყვებით, ჰიჰიჰიჰი (:-P). კაიიი, მოკლედ:
ყველაფერი გადასარევად არის! :-)
მიყვარს აქაურობა :)
... და აქაურები :)
ვგიჟდები :)
ვსულელდები :)
მმმმმმ... :)
გავაგრძელო?... :)
ამ წუთას სახლში ვარ, ცუდი ამინდია და წვიმს :( ხვალ ელი, ტერეზა, კარლა დე სერჟი მოდიან. პეპ პალმაზე იქნება უკვე, დილას მიდიოდა. გუშინ მთელი შემადგენლობა კჩფ-სი გადადგა :) იმიტომ რომ არჩევნებია!! მაისში. ტონის კონკურენტი არ ჰყავს ამჯერად. გუშინ ჟორდიმ საარჩევნო პროგრამა მომიტანა, რათა "გავცნობოდი". :) ხოდა ,მეც "გავეცანი", (სხვა რა გზა მქონდა... :-P) არა, მართლა მაგარია, ხუმრობა იქით იყოს... 64 პუნქტისაგან შედგება, საჭადრაკო დაფის 64 უჯრა და რამე... :)
ხო, ერთადერთი ვინც აარრრრ გადადდდდგა, გამოიცანით ვინაა? ბოსი. ხახახახა. (რომელიც ასე საზარლად ბრძანებდა ამას წინათ: "შემწყნარებლობა - ნული. წერტილი." მე გამაჟრიალა იმათ მაგივრად, ვის მიმართაც იყო გამიზნული :))არ გადადგა, იმიტომ რომ არ გამოცხადდა (საეჭვოდ გაქრა რაცხა...). მაინტერესებს, მე რატომ უნდა ვიცოდე სად დადის ეს კაცი?!?! მართლა არ ვიცი სად არის და მეც მაინტერესებს, ჩვენში დარჩეს. თუ შაბათს ტარაგონაშიც არ წავიდა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება :) ბოლო - ბოლო, უნდა გადადგეს, ვა. :)
თანაც მე მათქმევინა ჟორდისთვის, რომ შაბათს (ანუ ხვალ) ტარაგონაში მიდის და თუ ჟორდის უნდა, წავიდეს მასთან ერთად. კიდევ მითხრა, რომ სააგენტოს ელაპარაკა, და მიდის იმისთვის,რომ სასტუმროებს შეხედოს საკლუბოსთვის. მე ეს ყველაფერი დამავიწყდა(ძაან დაღლილი ვიყავი ვა), იმის გარდა, რომ ტარაგონაში მიდის... :) და გაფუჭებული ტელეფონივით გადავეცი - თუ გინდა, ტარაგონაში წაყევი - თქოოო... საწყალმა ჟორდიმ თვალები ჭყიტა, მაგრამ არაფერი მითხრა და თავი ჩამომიკანტურა :) მეორე დღეს რომ გავიღვიძე, გამახსენდა დანარჩენიც, და გამოვუცხადე, ის კი არ იყო ყველაფერი რაც მითხრა, კიდევ სააგენტოს ელაპარაკა და ბლა ბლა... :) ასე რომ სრული 2 დღე მოვუნდი 2 მოკლე წინადადების გადაცემას :) საწყალი ჟორდი ნაღდად დაცენტრილად მთვლის... :-)
სალოუში მაგგგგგგარრრრრრრრრრრრი იყო, ოღონდ ძაააან დავიღალე... 5 დღის განმავლობაში მხოლოდ 4 საათი გვეძინა ყოველ ღამე. ხოსე პირველ დღეს იყო და მერე აორთქლდა, რომ მოვინაკლისე, "კოჩერასშიაო", მითხრეს. ხოდა, ჩამოსვლისთანავე გავექანე "კოჩერასისკენ". დისკი უნდა მოეცა და რას მოვასვენებდი.( რა დისკი იყო არ გეტყვით). :-) მხოლოდ იმას გეტყვით, რომ უკვე ჩემთანაა, უოოოოოო!! :) ბოლო ტურის დღეს შუაღამემდე დავრჩით, მერე ბარში წავედით და იქაც იქამდე ვიყავით, სანამ არ დაკეტეს :-) ყველაზე მაგარი ისაა, რომ 3 მაისს ისევ სალოუში ვიქნები, პირველად ვიყავი ახლა და ძალიან მომეწონა.
სალოუმდე არაფერს არ ვთამაშობ (მგონი), არდადეგები მაქვს :) აბსოლუტურზე რომ გამოვცხადდი, ყველა ცალ-ცალკე მეკითხებოდა, რატომ არ ვთამაშობ. კაცო, თვალებში ძლივს ვიხედები...
ილას მედასი, კატალუნიის თასი და საკლუბო დიდი დაძაბულობით გამოირჩეოდა. ილას მედასში ყველას ახსოვს ჩემი "დესკონცენტრაციის" (ასე იწერება??) ამბავი. მარა ბოლოს ამოვქაჩე კარგად. ძაან კაი იყო იქ :) განსაკუთრებით ახალი წლის ღამე............ მაგარი იყო, უუუუსაშველოდ მაგარი!! ¡!! :)
კატალუნიის თასზე 9 - დან 9 ავიღე, საკლუბოზე - 8. საკლუბოს განმავლობაში ყოველ კვირა იმდენი საქმე და სარბენი მქონდა, შაბათს დილის 5-6 საათზე ვიძინებდი და 2 საათში ისევ ვიღვიძებდი, რადგან ანტონიო მოდიოდა. ხოდა, რა გასაკვირია, რომ დამთავრებისას გადაქცევაზე ვიყავი... უხხხხხხხხ, როგორ მინდოდა, რომ თუ ჩვენ არა, "ატენეუ კოლონი" ასულიყო "დივიზიო დე ონორ" - ში... სოროჩეს ჯიბრზე, ასეთი დეგენერატი როა... პრინციპში, კოლონთან თითქმის მოგებული მატჩი ვერ მოვიგეთ, 5 პარტიიდან ერთი ყაიმიც კი გვყოფნიდა, და ყველამ წააგო. სილვინიო ბოლო სამი ტურისთვის "იყიდეს", და სოროჩეს რომ ჰკითხო, "დრო არ ჰქონდა" ფედერაციაში წასასვლელად საჭირო საქმეზე. როგორ მებრალება, როგორც ჩნ-მ თქვა, არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს აშკარად...
პირადად მე სილვინიოსთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს, ეგღა მაკლია, ვიღაცის ხუშტურებზე ვიარო :) ასამბლეაზე სოროჩე კიდევ ერთხელ გაჯორეს, განსაკუთრებით ხოაკინი მომეწონა. მაგრამ რა გინდა... იჯდა თავისი სულელური სიფათით და მარტინესმა - "გადავშალოთ ფურცელი" - ო... ხოაკინმა კინაღამ ინფარქტი მიიღო, მეორე დღეს კაბიენტში გაცოფებული დამხვდა, მე და პაუ პაბლოსგან და ლორენცოსგან რომ დავბრუნდით... მე პაუს მანქანაშივე ვუთხარი ქრონიკის შესახებ, ჯერ წაკითხული არ ჰქონდა... უFFFFF, რა ცეცხლს ყრიდა თვალებიდან ტრესკასტრო...
გაბრიელმა და ემილმაც ძალიან საინტერესო წინადადებები შემომთავაზეს სალოუში. რაც შეეხება ემილს, მანამდე სერრაც მელაპარაკა მედასში, ასე რომ აზრზე უკვე ვიყავი ცოტა.
ტონის იუბილეზე მაგარი იყო :-) არადა, პეპო რომ გამოგვეკიდა, კინაღამ გავიქეცი უკანმოუხედავად, მელენდრესი რომ არ ყოფილიყო იქ, ასეც მოვიქცეოდი ალბათ. :-) თან ყველაფერი იმ დღეს დაემთხვა, მაგალითად, ხომ შეიძლებოდა, ჟოან ანტონს ზუსტად იმ წუთას არ დავეპატიჟეთ ყავაზე? ან ხომ შეიძლებოდა, 1 ან 2 წუთის ინტერვალში ავცდენოდით? ისედაც მალე ვაპირებდით წასვლას, ბავშვები გვყავდა მოსამზადებელი ბოლო ტურისთვის; თან როგორი დაღლილი ვიყავი...
კარლესი ძაან სასაცილო ტიპია, საიდან იგონებს ასეთ რამეებს :-) "მისი უდიდებულესობა" შიშის ზარს სცემს ყველას... :)
უჰჰჰჰჰ, კიდევ რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი... სად დავტიო, ან როგორ მოვყვე ამდენი რამ :) ჯობია, დაგტოვოთ ახლა, რაღაც საქმეები მაქვს, მოუცლელი ქალი ვარ ძალიან :-) (დედა, ხომ ხედავ, რა დაკავებული ვარ! :-))
ძალიან მომენატრეთ ყველანი, არ გეგონოთ, რომ დაგივიწყეთ! მომიყევით ამბები, რა ხდება თქვენსკენ? გკოცნით ყველას მაგრად!
პ.ს. ხო, კიდევ ახალი ამბავი, კამპ ნოუ - ს გვერდით ვცხოვრობ, 2 წუთში იქ ვარ, იცოდით? :))
მუააააა,
ანიტა
sábado, abril 14, 2007
Suscribirse a:
Entradas (Atom)