viernes, abril 27, 2007

ცოტა კიდევ ახალი ამბები და რამე, რათა საქმის კურსში იყოთ, ვა

უFFFFFFFFFF როგორ ცხელა უკვე... :-) და მე ბედნიერი სახით და ყურებამდე გაფხრეწილი პირით დავაბიჯებ ამ ოხშივარში, როცა ხალხს გულის შეღონებას ცოტაღა უკლია - მე ხომ ვგიჟდები სიცხეზე!! :-) გეტყვით: მე თუ მცივა - მეყინება ხელები, ფეხები, და შესაბამისად - ტვინი. და შეიძლება ითქვას - ოფ მდგომარეობაში ვიმყოფები. ამიტომ ჩემს გარშემო ყველა ზრუნავს, რომ არ შემცივდეს... :-))))))))

ოთხშაბათს სალოუში მივდივარ, გუშინ ღამით ხოსე კინაღამ ჭკუიდან გადავიყვანე, ხახახა :) სამჯერ ჩავასწორებინე დაკუმენტი საწყალს, მერე "უდანაშაულო" სახე მივიღე, ვითომ მე არაფერ შუაში ვიყავი... :) არა, ისე ყველანი შუაში ვართ. აბა რა.

თავიდან ისევ ოტელ პინედა პალას - ში გვათავსებს, რადგან ერთ - ერთი საუკეთესოა, ძველი ბერძნული მოტივებით :) მარა თამაში იქვე არ არის და ავტყდი შორია - მეთქი... იმდენს მივაღწიე, შემპირდა, რიკარდო ყოველ დღე მანქანით მოგაკითხავთ და ტურის მერე ისევ წაგიყვანთ, თუ არ გამოგიცვალეთ სასტუმრო და იმავე სასტუმროში არ დაგაბინავეთ, სადაც თამაშიაო... :)) საქმე იმაშია, რომ სადაც თამაშია, ის სასტუმრო არ მინახავს მე (წინაზე რომ ვიყავი სალოუში, პინედა პალას - ში ვხცოვრობდით; და მაშინ უნდა წავეყვანე სასტუმროების ასარჩევად ამ ოპენისთვის; მაგრამ მხოლოდ პირველ დღეს ვნახე ხოსე, მერე ბარსელონაში გამოისტუმრეს აბსოლუტური ჩემპიონატის რეტრანსმისიისათვის. ასე რომ, ვერ მოვახერხეთ მაშინ არჩევა... ამიტომ ახლა თავიდან იქ გვათავსებს, სადაც ნაღდი იცის, რომ ნამყოფი ვარ და კარგი დრო ვატარე :), რომ ჩამოხვალ შეხედე სხვებსაც და თუ სათამაშო ოტელი მოგეწონა, გადადიო.).

ხოდა, ოთხშაბათს მივდივარ. ხუთშაბათს უკვე ტურნირი იწყება.

წინა შაბათს ლინარსში ვიყავი ვიზიტად(ლინარეს - ში არ აგერიოთ, ლლინარს - ეს კატალუნიაშია :)), ხვალ არ ვიცი წავალ თუ არა, ვაპირებდი, მარა თუ ძალიან დაღლილი ვიქენი - შეიძლება არ წავიდე. ვნახავ.

კარლასი რომ დავინახე, ვიფიქრე: "აუუუუ, რა მეშველებააა... " მარა უკვე გვიანი იყო. ვიცოდი, რომ ბოლოს ენრიკეს და ხორხეს თემაზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი :) მე ჩემი "პოსტურა" (პოზიცია) მაქვს მაგ თემასთან დაკავშირებით (რომელიც საკმაოდ გრძელი ისტორიაა და ამ წუთას მოყოლა ძაან მეზარება; არა, გრძელი არაა მაინცდამაინც, მარა მაინც მეზარება... :)); მოკლედ რა, მე კატეგორიულად უაზროდ მიმაჩნია მაგ თემაზე კამათიც კი, და ვინც საერთოდ წამოიწყო ეგ თემა, მაინცდამაინც მოაზროვნის შთაბეჭდილება ვერ დატოვა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის პიროვნებაც იქ იმყოფებოდა და კარლესი ამიტყდა, მიდი და ნახე იქნებ გეცნობაო. მივედი, და ვნახე, და მეცნო, და წამოვედი. :-) მოკლედ და კონკრეტულად, მე კატეგორიულად მიმაჩნია, რომ ბოლოს ხორხე აბსოლუტურად სწორად მოიქცა, ენრიკეს ამბავი შეიძლება წუთიერ "სისუსტედ" ჩაითვალოს, მარა არც არაფერი, და ვსიო და მორჩა, მერე იმ ბლასის ბლა ბლა სრული აბდაუბდა იყო და მორჩა და გათავდა. წერტილი.

ლლინარსიდან ედუარდომ წამომიყვანა, "კაკაო სამპაკა" - ში წამიყვანა და ძალიან ძვირადღირებული შოკოლადები მაჩუქა. საოცარი სამყარო გადაიშალა უცებ: ყველგან შოკოლადი იყო და ყველაფერი სულ შოკოლადის სუნად ყარდა :) კინაღამ გავითიშე :) ბოლოს ედუარდომ ბრძნული დასკვნა გამოიტანა, რომ "შოკოლადი მთელი ფილოსოფიაა", და აჟჟჟჟიტირებულებმა (წაკითხეთ ვაკაჭის ტონით) დავტოვეთ იქაურობა. :-)

უნდა გავიქცე... ადეუ!
ანნა