martes, noviembre 18, 2008

Next Stop: México


მაშ ასე: ჩემი შემდეგი საქმიანი მოგზაურობა უკვე მზადაა: 12 დეკემბერს გავფრინდები მშობლიური ბარსელონიდან ჯერ ფრანკფურტში, მერე მეხიკო სითი-ში და იქიდან - მერიდაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე.

წინ მელის დაუვიწყარი მოგზაურობა, და გპირდებით, იქიდანაც მოგაწვდით რეპორტაჟებს და ფოტო-მასალას. :) რაც შეეხება პროგრამას და მიზნებს, მშვიდობის ელჩის სახელით მივემგზავრები, აგრეთვე მონაწილეობას მივიღებ კარლოს ტორეს მემორიალში, რომელიც უმაღლესი დონის ტურნირია. მშვიდობის ელჩის სახელით უამრავ სხვა ღონისძიებასაც დავესწრები.

მოკლედ, წინ დიდი პროგრამაა!!! მიგულშემატკივრეთ :D

ულამაზესი და უზომოდ საინტერესო ქვეყანაა მექსიკა და განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც მე მივდივარ. მაიას ტომები, ინკები, უძველესი ცივილიზაციები... პირამიდები... მოკლედ, ზღაპრული სამყარო... გირჩევთ, ეს წაიკითხოთ. წაიკითხეთ აუცილებლად, ვინც ინგლისური იცით.

გუშინ მექსიკის გენერალურ საკონსულოში ვიყავი აქ, ბარსელონაში, და თავი უკვე იქ მეგონა, ისეთი სამყაროა როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებ. ულამაზესი შენობა აქვთ, და უზომოდ თავაზიანი და სასიამოვნო ხალხია. მექსიკის უშველებელი დროშა, უზარმაზარი მცენარეები, ტიპიური მექსიკური მოწყობილობა და ჩუქურთმები, მექსიკური აქცენტი... ვაიმე, რა კარგია!

მექსკიდან პატივცემული მინისტრის - ბატონ დანიელ ერნანდეს ჯოზეფის წერილი მქონდა, კოპია გამოგზავნილი ჰქონდა საკონსულოში. მისვლიდან რამდენიმე წუთში ჩემი ვიზა მზად იყო! მხოლოდ ბანკში მომიწია გასვლამ და რომ დავბრუნდი, ჩემი პასპორტი დამიბრუნეს შიგ ვიზით! მაშინ, როცა საერთოდ ხუთი სამუშაო დღე უნდა. იცით, რა საოცარი ხალხია... უაღრესად თავაზიანები და თბილები... ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ, რომ ბატონ მინისტრს და ორგანიზატორებს პირადად გადავუხადო მადლობა...

მე ეხლა საგულდაგულოდ ვეცნობი მექსიკის შესახებ დოკუმენტურ მასალას (ისედაც ბევრი რამე ვიცოდი, მეგობარიც ბევრი მყავს ძალიან, მაგრამ მინდა, რომ ძალიან ინფორმირებული წავიდე). რა მაგარია!!!!