Hi, tam:)
გიორგის დაბადების დღისთვის Barça-ს ორიგინალი შარფი ვუყიდე გუშინ Camp Nou-ზე. :-) წარმომიდგენია,როგორ იქეიფებდით, თქვე juerguistebo, თქვენა!! ;-)) ყველაფერი დაწვრილებით მომწერეთ, ok? ხომ იცი,ყველაფერი მაინტერესებს :)
ჩვენც გადასარევ დროს ვატარებთ. ბავშვებს წამოსვლა აღარ უნდათ ;) ახლა გოგოები ზღვაზე არიან კარლასთან და ჟულიასთან ერთად, საღამოს 5 საათზე კი ლირია(კარლას დედა) გამოუვლის სალომეს და ქალაქგარეთ წაიყვანს. ამაღამ ფიესტაა და უნდა გაათენონ. :) ღამე იქ დარჩებიან გოგოები. მე კი - ბიჭებს მოვუვლი, არ იცელქონ :)))
ახლა მე სამუშაოდ დავჯექი, ამ დღეებში სულ გადარბენებზე ვიყავი და... :)
ლევან სადღაც გავიდა, დათო კი - საგრადა ფამილიის სანახავადაა, მერე რამბლაზე მიდის და პლაჟზე,მერე კიდევ სადღაც. ხვალ დილით ისევ კამპ ნოუზე მივდივართ, მერე ნიკას დავხვდებით და, ალბათ, ხვალვე წავალთ სორტში. აბა ჰე!
მოკითხვა ყველას,
ანა ;)