jueves, marzo 20, 2008

Hello from the Canaries!


სალამი ყველას კანარიის კუნძულებიდან!

უკვე 1 კვირაა, რაც აქ ვიმყოფებით, და ჩვენი დღის რეჟიმი ისეთი დატვირთულია, თავის მოსაფხანად არ გვცალია!

მოკლედ გაგაცნობთ ვითარებას :): ვართ კუნძულ ლა პალმა-ზე, რომელიც ერთ-ერთია სულ 7 კუნძულიდან. დანარჩენი ექვსი კუნძული გახლავთ: გრან კანარია, ტენერიფე, ლანსაროტე, ფუერტევენტურა, ლა გომერა და ელ იერო. ლა პალმა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ასევე ცნობილია ლა ისლა ბონიტა - ს სახელით.

აღარაა საჭირო იმის განმარტება, რომ ძალიან დიდ პატივში ვართ :-).





ვეწვიეთ მსოფლიოში ყველაზე დიდ ობსერვატორიას, რომელიც მართლაც უდიდესი საოცრებაა. თქვენ თვითონ განსაჯეთ ფოტოებით...









სამი მუშკეტერი პალმაზე :)

აბა დროებით, გავრბივართ!!