29/8/2006 სამშაბათი
გუშინდელი პარტიის შემდეგ ზარები და მესიჯები არ წყდება. როგორც ჩანს, ბევრმა იხილა live – ში. თვით რიჩარდ აღფრთოვანებული დარჩა და დღესაც კი არ ჰქონდა გადავლილი გუშინდელი აღტკინება. "რინგის" კიბესთან დამეტაკა და მომახსენა, გუშინდელი ჩვენი პარტია "ლამაზი პარტიის პრიზზე" წარვადგინეო! მე შევუქე ნამოქმედარი. ვნახოთ, იქნებ, ხელიც გამოვკრათ ამ ჯილდოს!... xDDD
მე თვითონაც ძალიან მომეწონა პარტია. თუმცა, დებიუტში მივქარე; მაგრამ, შემდეგ, ძალიან კარგი კონტრთამაში მოვნახე და დაფაზეც ორმხრივი ცეცხლოვანი ქარიშხალი დატრიალდა.
დღეს კვლავ გავიმარჯვე და 5 - დან 4 ქულა მაქვს, 2 ყაიმით.
ორგანიზაციას რაც შეეხება, გადასარევია, როგორც ყოველთვის. აისას ეს არ ეშლება. :) ტურნირის სიმბოლური მაისური, ამჯერად, ნარინჯისფერია. შარშან შავი იყო, შარშანწინ კი - თეთრი. წელს დარბაზი უზარმაზარ ინკუბატორს ჰგავს, მოთამაშეთა უმრავლესობა ხომ სწორედ ამ მაისურში დაიარება. ;)
ხო, გუშინ მოვიდა "ის კაცი". xDD ბრუსი ესწრებოდა ჩვენს მოლაპარაკებას. პრეზიდენტი აღფრთოვანდა, რომ მე ასეთი ახალგაზრდა ვარ, და მარწმუნებდა, ყველა მოხიბლული დარჩება შენითო. ძალიან კარგი - მეთქი; მოხარული ვიქნები, დავესწრო თქვენს ფიესტას ... - მივუგე. ბრუსსაც ველაპარაკე, და ის მიხედავს დანარჩენ საქმეებს. xD
პეპი უკვე ვიზებზე დარბის. აინა თუ ჩამოვა, ჩემთან იქნება; ვინაიდან, მის მშობლებს პანიკურად ეშინიათ, საქართველოში მათი ქალიშვილი ვინმემ არ გაიტაცოს, როგორც ის ესპანელი ბიზნესმენები გაიტაცეს... xDD ვირჟილი (აინას მამა) სამინისტროს დაუკავშირდა, და, უთხრეს რა, რომ საქართველოში ესპანეთის საელჩო არ არის, სასტიკი უარი განაცხადა გოგონას გამოშვებაზე. "ვინიცობაა, რამე მოუვიდეს, გაიტაცონ, ან - ომი დაიწყოს... საელჩო არ არის. რას მეუბნებით, როგორ გავუშვა?!" - გაფართოებული თვალებით გვეკითხება. რაზედაც, ახლა მე ვჭყეტ თვალებს, და, ვრწმუნდები რა, რომ ვირჟილი სრულიად სერიოზულია, თავს ვეღარ ვიკავებ და ვხარხარებ... და ვხარხარებ... და კვლავ ვხარხარებ... xDD როცა ცოტა სულს ვითქვამ, ვეუბნები, რომ ერთადერთი საშიშროება მისი ქალიშვილის გატაცებისა, ჩვენი ძალიან ლამაზი ქართველი ჭაბუკების მხრიდანაა; რაც შეეხება ომს... პეპს ვეუბნები, რომ აინა ჩემთან იცხოვრებს, ჩემს სახლში; ვინიცობაა, ომია, ერთად დავიხოცებით... გმირულად... xDDD პეპიც თავშეუკავებლად ხარხარებს. მოკლედ, კარგა ხანია, ასე არაფერზე მიმხიარულია... ;))
როდესაც უკვე მუცლები გვტკივა ამდენი სიცილისაგან, ვირჟილის და ნატალიას უკვე სერიოზულად ვეუბნები, რომ არავითარი საფრთხე არ არის და ეს ყველაფერი გაზვიადებულია; თუ ასეა, ყველას უნდა ეშინოდეს ეტა - სი, ალ - ქაიდა - სი და ა.შ. და იმ წუთასვე ეტყობათ, რომ რწმუნდებიან ჩემი არგუმენტების სისწორეში. აინა გახარებული დახტის: " საქართველოში მივდივააააააააააააააააააარ!!!!!..."
მიყვარხართ,
სარა
lunes, septiembre 04, 2006
Sants - ნახევარი ტურნირი გავიარეთ
აინა და ჟემა Aina y Gema
Suscribirse a:
Enviar comentarios (Atom)
4 comentarios:
Aniko, privet!
es ra magari gogo xar, aRfrTovanebuli var pirdapir, rogor aswreb amden rames erTdroulad???
didi interesiT vadevneb Tvals Sens postebs da Zalianac vxalisob, weris magari stili gaqvs da ifiqre, iqneb Seni Canawere gadaamuSavo da mere moTxrobebad gamovceT???
hugs and kisses,
tamria
veTanxmebi Tamria anonymouss!!!
bonitas fotos!
jejeje, gamovceT, gamovceT... xDD
Publicar un comentario