27/8/2006 კვირა
დღეს სამკვდრო - სასიცოცხლო პაექრობა მქონდა ხოსესთან. ;) დიდი შეხლა - შემოხლის შემდეგ პარტია ყაიმით დასრულდა. ახლა 2,5 ქულა მაქვს 3 - დან. სულ 10 ტურია. ტურნირს, თვალყური ადევნეთ აქ, სადა, ცინცხალ შედეგებთან, კლასიფიკაციასთან და ყოველი ტურის კენჭისყრასთან ერთად, შესაძლებლობა გაქვთ, live game – ების ცქერით დატკბეთ. ორგანიზაცია ყოველდღე გადმოსცემს პირველი 10 დაფის თამაშს, პლუს 3 დაფა - თვით ორგანიზაციის არჩევანი. კატალონიის საჭადრაკო ფედერაციის ვებ - გვერდზე, სადაც live game – ებს უჩვენებენ, არის აგრეთვე chat – ის განყოფილება, სადაც, ტურის ყურებისას, ნახავთ live კომენტარებს, და, თავადაც შეგეძლებათ, ჩაებათ საუბარში.
დღეს, პარტიასაც თავი რომ დავანებოთ, ძალიან "სისხლსავსე" დღე იყო. ფოტო - სესიები ფანებთან და არაფანებთან ტურის დაწყების წინ, ტურის განმავლობაში და ტურის შემდეგ; კარლესის ვიზიტი; შუა პარტიაში კი - ჟუზეპი და ხულიო მეწვივნენ. (იხ. პოსტები: : Grande Granda , Benasque (Aragón)
…)
უსაზღვროდ გამიხარდა მათი ნახვა. "გამჭყლეტ მოხვევნებს" დასასრული არ უჩანდა შუა დარბაზში. ;) სამწუხაროდ, სარას უუუუუუუუზომოდ გადატვირთულ გრაფიკში, ვახშმისათვის დრო ვერ გამოინახა; ეს საღამო უკვე დაკავებული მქონდა... ლაქლაქით კი გული ვიჯერეთ! ისეთ რომანტიკულ თემებსაც კი შევეხეთ, როგორიცაა საქონლის დაკვლა, ინდაურები და ძროხების მოწველა. xDDD ხულიომ გადაწყვიტა, თავისი ფერმიდან ზოგიერთი ძროხა და ცხენი გაყიდოს, რადგან, შენახვა ძალიან ძვირი ჯდება და, ვერც უვლის, რადგან სულ მოგზაურობაშია. ამ ბოლო დროს, ძალიან მოდაში შემოვიდა მოჭადრაკეებში ფერმერობა. ნაიჯელის ზეთისხილის პლანტაციებისა არ იყოს... მე უკვე ვფიქრობ, რა მოვაშენო. მაგალითად, კურდღლები; ანდა, კომბოსტო. ან, სულაც, ორივე ერთად. xDD იდეები მიიღება! ;))
ხო, რადგანაც, ევროპაში ბინის შეძენაზე ფიქრობს ხულიო, თბილისი შევთავაზე. გრანდასნაირი დიდოსტატი ნაღდად წაადგებოდა ჩვენს ნაკრებს! ;-) თუმცა, ცოტა არ იყოს და, მეცოდება ამისათვის ………………………… კონკრეტულად, ჩვენი ნაკრებისთვის. ეხემ …… მაშინ, როდესაც ჩვენი მოჭადრაკეები გარბიან ამ ნაკრებიდან ( თავად იციან, რატომაც; მე ნურაფერს მეკითხებით... ) ... მე ვის ვეპატიჟები, რომ ვეპატიჟები???? ჰა ????? : -(
ძალიან მიყვარხართ,
სარიტა
The hair color journey of going copper to bronde
Hace 2 días
No hay comentarios:
Publicar un comentario