martes, agosto 16, 2011

ვერ ვიტან, როცა…

Facebook - ზე ან სხვა სოციალურ ქსელზე, ანდა მესინჯერ/სკაიპ/მისთანანში, სხვა, ან სულაც ცნობილი ადამიანის ფოტო უდევთ პროფაილ სურათად. მესმის, ათასში ერთხელ დააყენო, რაღაც განსაზღვრული პერიოდით (თუმცა ეგეც მეხამუშება), მაგალითად, როცა ესა თუ ის პიროვნება რაიმე საგმიროს ჩაიდენს ან რამე ასეთი, მაგრამ სულ? ბოლოს და ბოლოს, შენ წარმოგადგენს პირადად ეს პროფილი თუ მესინჯერი, ხომ?

ლაპარაკში მეჩრებიან, ან ამთავრებენ ჩემს წინადადებას. საშინელ უნიჭობად მიმაჩნია და, თუ შეიძლება, ჯერ დავამთავრებ მე, და მერე დაიწყე შენ.

რამდენიმე დღის მანძილზე გადაბმულად ადამიანი მხვდება, მიყურებს, მათვალიერებს, როგორც მეცნიერული შესწავლის ობიექტს (ანუ გამოირიცხა ის, რომ უბრალოდ ვერ მამჩნევს; თანაც არა ერთ დღეზე გვაქვს საუბარი), და ერთხელაც არ/ვერ ახერხებს/ბედავს რომ ელემენტარულად თავი წარმომიდგინოს/გამომელაპარაკოს. ყველაზე უარესი კი ამ შემთხვევებში ისაა, რომ არცთუ იშვიათად, მერე ეს ადამიანი სხვებთან ლაპარაკობს, რომ მიცნობს და თანაც კარგად, და აღმწერს კიდეც, "იცი როგორია? აი ასეთი..." ქერგი რა. რომ გამომელაპარაკო და მართლა გაიგო როგორი ვარ, თუ ასე ძალიან გაინტერესებს, გიკბენ?

პატარა ბიჭუკელები ცდილობენ,შემაბან, თანაც ბეჯითად :D

საყურე არ მიკეთია, და შემიძლია ვთქვა, რომ ეს გარეთ არც მომხდარა ჯერჯერობით, თუ არ ჩავთვლით ერთ შემთხვევას, როცა სიჩქარეში დამავიწყდა, მაგრამ როგორც კი მივხვდი, რომ უსაყუროდ ვიყავი, პირველივე მაღაზიაში შევედი, შევიძინე და გავიკეთე. :) საერთოდ, ვთვლი, რომ ქალს/გოგოს აუცილებლად უნდა ეკეთოს საყურე ყველა სიტუაციაში, შეგიძლიათ, ჩემს ერთ - ერთ მანიად ჩათვალოთ :) ქალის ყური საყურის გარეშე არაესთეტიკურად გამოიყურება და მთლიან "ლუქს" რაღაც აკლია (მამაკაცის შემთხვევაში ეს შეგრძნება არ მაქვს, ანუ სურვილის მიხედვით). თუ კონკრეტულ შემთხვევაში ტანსაცმელს არც ერთი შესამჩნევი საყურე არ უხდება, არსებობს ყველაზე პაწაწინა ბურთულები, ან სხვა ფორმის საყურეები, წერტილის ზომას რომ არ აღემატება. ეს უკეთესია, ვიდრე ცარიელი ბიბილო. ყურადღება!! კიდევ უფრო უარესია, თუ ბიბილო ცარიელია, მაგრამ ნახვრეტი "ამშვენებს"! ეს საერთოდ კატასტროფაა ჩემს თვალში :D :D

საუბარს მიწყებენ შეკითხვით: "შეიძლება რაღაც გკითხო?" პასუხად აუცილებლად მზერით განგგმირავთ, ან თუ უფრო ნაკლებად გაგიმართლათ, მოგახლით, რომ ეს წამია, უკვე მკითხეთ. :D ასეთი უაზრო შეკითხვა ცოტა ვიცი დუნიაზე, და მომენტალურად მეკარგება საუბრის ხალისი. ხალხნო, პირდაპირ საქმეზე ორიენტირებული შეკითხვის დასმა ძალიან კარგი ტონის მაჩვენებელია, და თუ მაინცდამაინც თავაზიანობის განსახიერება გინდათ, გამოჩნდეთ, კონკრეტულ შეკითხვას უბრალოდ სიტყვა "უკაცრავად" წაუმძღვარეთ წინ და საკმარისია.

გაგრძელება იქნება... ;)


Mi pregunta del día es:

Qué es lo que la gente suele presuponer de ti, pero que en realidad es todo lo contrario?

domingo, agosto 14, 2011

Mi pregunta del día es:

Qué país tiene, según tus gustos, las mujeres más guapas? (Nombra sólo uno!)

sábado, agosto 13, 2011

lunes, agosto 08, 2011

Mi pregunta del día es:

La irresponsabilidad es una de las cosas que más vergonzosas me parece en una persona. A vosotros?

domingo, agosto 07, 2011

Mi pregunta del día es:

Qué opináis sobre el amor plátónico? Es necesario tener al menos uno? Perjudica? Algo más?

ესე იგი

ესე იგი, პროძიუსერებსაც აუცილებლად ძიორი უნდა ეცვათ, და ესე იგი აუცილებლად ანუ ბუწიკში შეძენილი :)

sábado, agosto 06, 2011

viernes, agosto 05, 2011

jueves, agosto 04, 2011

Just a pic :)

Os dejo esta fotito que me tomé en el Prat esta tarde.


Espero que estéis disfrutando mucho el veranito!!

Muakkkkkkkks
Ana

Mi pregunta del día es:

Qué es lo que más echáis de menos de vuestra infancia?

miércoles, agosto 03, 2011

Mi pregunta del día es:

Si pudieras hacer desaparecer una sola cosa del mundo, qué escogerías?

martes, agosto 02, 2011

Mi pregunta del día es:

Consideráis pasar una noche esporádica con alguien del/la que ni siquiera recordáis el nombre ser infiel a la pareja, o lo veis como algo sin mayor importancia mientras no se esté enamorado/a?

lunes, agosto 01, 2011

Mi pregunta del día es:

Si te llegaran rumores de que tu mejor amigo/a está hablando mal a tus espaldas, qué harías?