ლაპარაკში მეჩრებიან, ან ამთავრებენ ჩემს წინადადებას. საშინელ უნიჭობად მიმაჩნია და, თუ შეიძლება, ჯერ დავამთავრებ მე, და მერე დაიწყე შენ.
რამდენიმე დღის მანძილზე გადაბმულად ადამიანი მხვდება, მიყურებს, მათვალიერებს, როგორც მეცნიერული შესწავლის ობიექტს (ანუ გამოირიცხა ის, რომ უბრალოდ ვერ მამჩნევს; თანაც არა ერთ დღეზე გვაქვს საუბარი), და ერთხელაც არ/ვერ ახერხებს/ბედავს რომ ელემენტარულად თავი წარმომიდგინოს/გამომელაპარაკოს. ყველაზე უარესი კი ამ შემთხვევებში ისაა, რომ არცთუ იშვიათად, მერე ეს ადამიანი სხვებთან ლაპარაკობს, რომ მიცნობს და თანაც კარგად, და აღმწერს კიდეც, "იცი როგორია? აი ასეთი..." ქერგი რა. რომ გამომელაპარაკო და მართლა გაიგო როგორი ვარ, თუ ასე ძალიან გაინტერესებს, გიკბენ?
საყურე არ მიკეთია, და შემიძლია ვთქვა, რომ ეს გარეთ არც მომხდარა ჯერჯერობით, თუ არ ჩავთვლით ერთ შემთხვევას, როცა სიჩქარეში დამავიწყდა, მაგრამ როგორც კი მივხვდი, რომ უსაყუროდ ვიყავი, პირველივე მაღაზიაში შევედი, შევიძინე და გავიკეთე. :) საერთოდ, ვთვლი, რომ ქალს/გოგოს აუცილებლად უნდა ეკეთოს საყურე ყველა სიტუაციაში, შეგიძლიათ, ჩემს ერთ - ერთ მანიად ჩათვალოთ :) ქალის ყური საყურის გარეშე არაესთეტიკურად გამოიყურება და მთლიან "ლუქს" რაღაც აკლია (მამაკაცის შემთხვევაში ეს შეგრძნება არ მაქვს, ანუ სურვილის მიხედვით). თუ კონკრეტულ შემთხვევაში ტანსაცმელს არც ერთი შესამჩნევი საყურე არ უხდება, არსებობს ყველაზე პაწაწინა ბურთულები, ან სხვა ფორმის საყურეები, წერტილის ზომას რომ არ აღემატება. ეს უკეთესია, ვიდრე ცარიელი ბიბილო. ყურადღება!! კიდევ უფრო უარესია, თუ ბიბილო ცარიელია, მაგრამ ნახვრეტი "ამშვენებს"! ეს საერთოდ კატასტროფაა ჩემს თვალში :D :D
გაგრძელება იქნება... ;)
No hay comentarios:
Publicar un comentario