როგორც ბევრ ცნობილ style icon - ს, პაულასაც აქვს საკუთარი ბლოგი, რომელშიც ძალიან ხშირად ნახავთ ახალ - ახალ პოსტებს. წერს თავის მოვლის საშუალებებზე, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, გვაძლევს რჩევებს მოდასთან თუ სტილთან დაკავშირებით, და დებს უამრავ ფოტოსურათს საკუთარი "დღის ლუქით". მე პირადად ძალიან მომწონს მისი "აუთფითები", ძალიან გემოვნებით და დახვეწილად იცვამს; თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ავანგარდი თითქმის არ არის მის ჩაცმულობაში, ძირითადად იმას ეტანება, რაც ნაცნობი და "გამოცდა გავლილია", ასე ვთქვათ.
ქვემოთ გიტოვებთ მის რამდენიმე ფოტოს მისი ბლოგიდან, რომელსაც ამ მისამართზე შეგიძლიათ, ეწვიოთ: http://paula-echevarria.blogs.elle.es/
აქვე დავიდის ერთ - ერთი კლიპი, სადაც სწორედ საკუთარი მეუღლე გადაიღო:
No hay comentarios:
Publicar un comentario