martes, julio 26, 2011

პოსტი ქართულად :)

ვაიმე, გადავწყვიტე, ქართულად წერას მოვუმატო, თორემ იმდენმა ხალხმა მითხრა უკვე, ეს რა არის, შემოვდივართ, მარტო ესპანურად გიწერია და სურათების მეტს ვერაფერს ვიგებთ, დაწერე ქართულადაცო... ხოდა, აი, ვწერ :) ვეცდები, უფრო ხშირად ვწერო! გპირდებით :) ოღონდ, იმდენი ხანია, არ დამიწერია, არ ვიცი, როგორ ჩამოვაყალიბებ აზრებს, უფრო, ალბათ, შევეცდები, ბუნებრივად და მიყოლებით ვწერო ყველაფერი, რაც მომივა თავში და ლიტერატურული მჭევრმეტყველური ფრაზები გვერდზე გადავდო :) :)

მოკლედ, ახლა ახალი ამბების მოყოლა რომ დავიწყო... ჯერ ის უნდა ვიცოდე, ძველი რომელია :D :D ყოველდღიურად ჩემ ცხოვრებაში იმდენი რამე ხდება, რომ გუშინდელი ამბები მავიწყდება, არათუ უფრო ძველი :D :D ამ წუთას ნახევარი საათი მაქვს თავისუფალი და ჩემი ჭკუით ვისვენებ ახლა, მაგრამ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფოსტის პასუხი უკვე მოვასწარი :D :D ადრე მეგონა, რომ ამბობდნენ ხოლმე, სტრესში ვარო, ეს მოდური სიტყვები იყო :D :D არადა საკუთარ თავზე ვცდი უკვე, დიდი ხანია, და ახლა ვხვდები, მართლები ყოფილან ის ხალხი :))

მოკლედ, 27 გადაბმული ტურის შემდეგ 13 აგვისტომდე ჭადრაკიდან ე. წ. ტაიმ - აუტი ავიღე და უფრო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას შევუდექი. ვიფიქრე, ცოტა ხანს დავისვენებ მეთქი, რამდენიმე დღე უსაქმურობას მივყოფ ხელს... მარა რად გინდა, ამ უსაქმურობამ ერთ დღეში უარესად დამსტრესა :D და ისევ მეორე დრიდანვე დილიდან შევუდექი საქმეებს :)) კიდევ კარგი, ბოლოს და ბოლოს დაცხა, აი მართლა დაცხომა რასაც ჰქვია, თორემ მე ისეთი მცივანა ვარ, 25 გრადუსში 3 "ადიელა" მაფარია და სანდრიტა კვდება სიცილით, არადა ესეც მცივანაა, მაგრამ ჩემთან შედარებით უკან მოჩანჩალებს აშკარად :D :D ახლაც გრძელ სახელოიანი სვიტრით ვზივარ :))

ცოტა ხნის წინ თამრია იყო ჩამოსული, ვაიმე, რა კარგი დრო ვატარეთ!! არადა, ზუსტად მაშინ მომინდა გაციება და 2 დღე წესიერად ვერ ვსუნთქავდი, არა რა ორი, უფრო მეტი... და ძალიან მალე გაირბინა იმ დღეებმა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი იყო მისი ვიზიტი, ბოლომდე ვერ შევიგრძენი... თან შეჯიბრებები დამემთხვა და ყველა საღამო 3 საათიდან ღამემდე დაკავებული მქონდა. კიდევ უნდა ჩამოხვიდე, თამ, თორემ გავრეკავ :D :D და საერთოდ, ყველანი უნდა მესტუმროთ, რა!! :) თორემ ჩემი რეჟიმის გადამკიდე, მე როდის მოვახერხებ მანდ, მიდი გაიგე :D

აი, რამდენიმე სურათსაც დავდებ :) გადადიდებლად უბრალოდ ზედ დააკლიკეთ.

ყველა სურათი მისი გადაღებულია, ნუ სადაც ის არის თვითონ - მე გადავუღე, და სადაც ორივენი ვართ, ვინმე სხვის, ლოგიკისდა მიხედვით :D :D

მე იმ დღეს, როცა ჯერ დავისიცხები და მერე გავცივდები :D :D

თამრიაააა <3

რა თქმა უნდა, შოფინგზე ვიყავით :)


ეს სურათი აუცილებლად გაადიდეთ და ჩემს ფრჩხილებს დააკვირდით :) :) თამრია და მე, მონტკადაში წამომყვა ამ საღამოს ტურზე :) და სურათებიც ბლომად გადაიღო. ძააალიან მაგრად იღებს, აი ძააალიან!! თქვენ თვითონ დარწმუნდებით ქვემოთ :)


მე ვმაიმუნობ, როგორც ყოველთვის :))))



საგრადა ფამილია <3<3

ეს ჩემი სახლის მეზობლად არის



პერუელი კრისტიან კრუსი





კრისტიან კრუსი და კუბელი ომარ ალმეიდა მესის მაისურით :))

ეს ისევ მე და ისევ მე :))

მოკლედ, კიდევ ძალიან ბევრი ფოტო მაქვს და თანდათანობით ავტვირთავ. ფეისბუქზეც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ალბომები, მე პირადად ყველასთვის ღია პროფილი მაქვს, თუმცა მეგობრად დამატება გაგიჭირდებათ, ლიმიტის გამო... მარა ეს სურათების ნახვაში ხელს არანაირად არ შეგიშლით.

ახლა გავიქეცი, ისევ საქმეებზე, მერე კიდევ დავწერ!! :D :D

გკოცნით ყველას!!!!

ანა

No hay comentarios: