უუუუუიმეეეეეე, რამდენს ვიცინი, აღარ შემიძლიაა :-) გუშინ და დღეს პირი არ დამიხურავს და 64 (c)კბილი მაქვს გადმოყრილი. :) :) :)
ჯოუზიზე მაბოდებს პირდაპირ ხუხუხუხუხუ რა კაციაააა ნო ტენგო პაროლესსსს ხახახახახა, წლის ფრაზაა მოკლედ. არც მარიანჟ აკლებს და მისი “კრეეის კე ესტო ეს უნ ღუეღო ი ესტო პარა ნადა ეს უნ ღუეღო” და “ტიენეს კე ასერლო მეღოღ” სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში :P
ხოდა მეხსიერებაზე გამახსენდა, მეცნიერებათა მუზეუმის ფოტკები მაქვს დასადები, ადამიანის და სხვა ცხოველთა ტვინები ისე იყო გამოფენილი, ჩემნაირი სუსტი გულის პატრონი იქ ხშირად არ უნდა მივიდეს, ყოველ შემთხვევაში ვალერიანას გარეშე არა :) უმმმაგრესია!! იმდენი რამეა, და ისეთი საოცარი, ნო ტენგო პაროლეს პირდაპირ :) ეხლა რომ ვფიქრობ, არც ცვილის მუზეუმის სურათები დამიდია, სალვადორ დალისა დავდე რამდენიმე ჯეფრის ვიზიტისა, მარა გოგოების ვიზიტიდანაც უამრავი ფოტო მაქვს და დავდებ უახლოეს მომავალში. (+ ძვირფასეულობის მუზეუმი). სათამაშოების მუზეუმიდან არ მაქვს ფოტკები რატომღაც :((, არ მახსოვს, არ შეიძლებოდა გადაღება თუ რატომ, შეიძლება ფოტოაპარატი არ მქონდა თან. დღესაც გულში ეკლად მაქვს ჩარჩენილი რომ ქართული თოჯინა არ იყო :D, არადა, მგონი, ყველა სხვა ქვეყნისა იყო, უზბეკურიც დამამახსოვრდა, და იმ მიდამოებში ვეძებდი დიდი მოლოდინით რომ ჩვენიც იქნებოდა მარა...:(((( ვფიქრობ, ჩამოვიტანო და ვაჩუქო ერთი-ორი ჩვენი ეროვნული თოჯინა. :))
ხოდა, ძალიან მაინტერესებს ის მუზეუმი-მაღარო ასტურიაში, ივან ანდრესმა რომ მითხრა.
ანკარაში რომ ვიყავით დეკემბერში და ანატოლიური ცივილიზაციის მუზეუმში, სერიოზულად ვიმსჯელეთ თავის ქალების ნახვისას მე და ჟორდიმ, რომ შეიძლება ვინ იცის ოდესმე ჩვენი თავის ქალებიც ასე იყოს გამოფენილი და ხალხი მოვიდეს სანახავად :), და დავიგრუზეთ; და მერე მე ვკითხე, ნეტა მიხვდებიან თუ არა, რომელია მოჭადრაკეების თავის ქალები და რომელი სხვა, და მიპასუხა, რომ აუცილებლად მიხვდებიან, რადგან მოჭადრაკეების თავის ქალები გაბერილი იქნება და დიდი უფრო. U_u და მე უფრო მეტად დავიგრუზე U_u მარა მერე თავი დავიმშვიდე, რომ, ყოველ შემთხვევაში, ის არ თქვა, რომ უფრო პატარები იქნება... :) და ნეტა რომელია უკეთესი...? :)
ახალი ამბავი აღარაა, რომ მუზეუმები ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისუსტეა.
და ნეტავ დროის მანქანა მქონდეს, რომ გადაადგილება და იმ ეპოქაში მოგზაურობა და იმ ხალხთან შეხვედრა შემეძლოს. ოღონდ მე - მე ვიყო და ამ დროიდან და ყველაფერი ასე, და იმათ იცოდნენ, რომ სტუმარი ჰყავთ, მაგალითად, 2008 წლიდან და რა მაგარი იქნებოდა, რომ წამიყვანდნენ და დამათვალიერებინებდნენ ყველაფერს, და ვისაუბრებდით ათას რამეზე. და მე ვეტყოდი, მაგალითად, რომ ჩვენ უკვე კოსმოსშიც კი გავფრინდით, და ომები ეხლა ხმლითა და ცხენებზე კი აღარ არის, არამედ, მაგალითად, ადამიანები სხდებიან მანქანაში, რომელიც დაფრინავს, მაგრამ ჩიტი არ არის, და მერე მაღლიდან ისვრიან რაღაც ნივთიერებისაგან დამზადებულ რაღაცეებს, რომელიც ცეცხლად გადაიქცევა და ხოცავს ხალხს. და იმათ გაუკვირდებოდათ, და პირდაღებუები დამიწყებდნენ ყურებას :)) და შემეკითხებოდენ კიდევ ათას რამეს, და მე კიდევ ვნახავდი ათას რამეს, და გავიგებდი, რომლის შესახებაც მხოლოდ გადმოცემით ვიცით.
აუუუუ მინდაააააა. და, თუ ამდენი რამე გამოიგონა კაცობრიობამ ამ ცივილიზაციის ხანაში, დროის მანქანა რატომ ვეღარ გამოიგონა ჯერ? :(((
AnnA
The hair color journey of going copper to bronde
Hace 2 días
4 comentarios:
mdaa... sainteresoa... suratebi Cqara!!!
aris, ufroso! :)
ayyyy anita, rogor momenatrebi sakartveloshi rom caxval.....ufffffffff
male chamodi icode.....:)
sshhht!! xma da krinti! vin wavida LleidaSi? :) mec Zaan momenatrebi, ikushka, mara xom ici rom Zaan male Camoval isev!! manamde ki ar moiwyinoT uCemod :)karakolebi WameT :)
Publicar un comentario