22 აგვისტო, სამშაბათი, 2006
Molt bon dia a tothom,
გუშინაც გავიმარჯვე; რევანში ჟოან ფლუვიასთან აღებულია.;)))) ახლა 6 – დან 5 ქულით I ადგილს ვიყოფ ისეთ მოჭადრაკეებთან ერთად, როგორებიც არიან: ტივიაკოვი, კორჩნოი, მოსკალენკო, ჩიჩაკი, და ა.შ. დღეს სწორედ დიდოსტატ ჩიჩაკს ვხვდები შავი ფიგურებით. რა ვქნა, არ მიბრალებენ… :-( xDDDDD
შეგახსენებთ, რომ ტურნირის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.escacsbanyoles.com
სადაც ასევე შეგეძლებათ ყოველდღე,ადგილობრივი (ესპანეთის) დროით 16. 00 – ზე (18. 00 თბილისის დროით), თვალი ადევნოთ live game - ებს და webcam - ის საშუალებით ზედმიწევნით შეისწავლოთ მოთამაშეთა “ტიკები”. xDDD
დღეს ამ ე.წ. “პრეს-პრესის” ქვეშ კვლავ მე მოვყევი. თუმცა, მე-3 დაფაზე ვთამაშობ,მაგრამ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ჩემი პარტია გადმოსცენ. ასე რომ, მოხერხებულად მოეწყვეთ სავარძლებში და მოემზადეთ ჩემი გაჭირვებული სახის საყურებლად. ;)))) ხო, იმის გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ ვინმე რაიმე უცნაურს არ ჩაიდენს (როგორც ეს ტივიაკოვთან თამაშისას მოხდა … sin comentarios…); ასე რომ, სუსტი გულის პატრონები და ბავშვები მოარიდეთ კომპიუტერებს. ;))))))))))))
ისე, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, ორგანიზატორებს გამოსახულებისთვის გაეკეთებინათ აღნიშვნა: “+18”, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ სრულწლოვნებისთვისაა დასაშვები ამის ყურება, და არა იმას, რომ ამ დარბაზში +18 გრადუსია ტემპერატურა. xDD
ხო, კორჩნოი ციურიხში გაემგზავრა (პატარა ჩემოდნით), აქ სათამაშოდ. პატარა ჩემოდანი იმის მანიშნებელია, რომ აუცილებლად დაბრუნდება (მერი პოპინსის ვარიანტი…). ;-) იმის შემდეგ, რაც მე - 5 ტურში უმოწყალოდ გაანადგურა ედუარდ ფომიჩენკო, ორ bye –ს აიღებს (ანუ, ორ ტურში ორი ნახევარ – ნახევარი, ანუ, ჯამში – 1 ქულა მიემატება), და ხვალ დილით დაგვიბრuნდება.
მოსკალენკოს, რაცხა, ჭკვაში არ დაუჯდა ეს ამბავი (დაიგულა რა ბანიოლესს გარეთ “საზარელი კორჩნოი”…), და, ცოტა არ იყოს და, უმსგავსად ახმაურდა: (“Circuit - ის წესდებას არღვევთ…”) ალბერტმა ელიასთან “გადაამისამართა” (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით), და ელიასმა “ხოშიანად” “გაუიასნა” ყოველიფერი (როგორ გავფუჭდი… ნწ, ნწ xDDDD), ვინაიდან, ფრიად წარმატებული ადვოკატია და ასეთი რამეები არ ეშლება.
კიდევ, გავიგე, თურმე, ეს მოსკა პარტიებს წესიერად (გასაგებად) არ იწერს, რათა, შეუძლებელი გახდეს მათი ბაზაში შეტანა… ;-( რატოა ზოგიერთი ასეთი payaso (კლოუნი)? :(((
აბა, გავიქეცი, ფანები მელოდებიან ^_^
მპუაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
სარა, ანუ ანა
The hair color journey of going copper to bronde
Hace 2 días
3 comentarios:
aha, ai Turme ra ambebi xdeba Baniolesis kulisebsi... CicakTan partiis peripetiebic mogvaxsene. saintereso iqneba.
ise, mgoni, nametani gadmoqartuldi. espanelebsac gauwie angariSi :)
aba, he, aba, ho... Taigertan ,,msuqani'' qula gvinda (rogorc Rrmad pativcemuli WGM Tamar Khmiadashvili ityoda).
gkocni sayvarelo Kno!!!
ay,que no lo entiendo!que uno sabe ingles, y castellano. me gusto mucho tu partida...jo que nivel y yo con la bajada de nivel en continua evolución hacia abajo,ya mismo me llevan a jugar con las hormigas en un tablero de 3 x 3 cuadros.jeje.besos.
Hi, Ani! como estas?
sorry, could not leave comments for such a long time - I've been away the whole august to different places and even tomorrow I'm leaving for Tianeti:))
I'm so glad to see you winning and winning! aseve gaagrZele, xom ici, rogor gbaleschikobT?
goooood luck,
tamria
Publicar un comentario