jueves, febrero 14, 2013

დღის დიდი აღმოჩენა :D :D

მოკლედ, ამ წუთას ისეთი მაგარი რამ აღმოვაჩინე, თქვენს (და არამარტო :D :D) საკრედიტოსაც რომ წაადგება და უამრავჯერ პოსტ-შოპინგ სინდისის ქენჯნასაც აგაცდენთ... მოკლედ, როცა არ იცით, რა აკეთოთ, ხასიათზე ვერ ხართ, სტრესში ხართ, უბრალოდ "შემოტევა" გაქვთ და ა.შ. ეგრევე საშოპინგოდ ნუ გავარდებით, არამედ გადმოალაგეთ თქვენი კარადა!... საიდუმლო იმაშია, რომ არა მხოლოდ უნდა გადმოაპირქვავოთ, არამედ ნახევარი ტანსაცმელ-ფეხსაცმელ-აქსესუარები მაინც უნდა ჩაიცვათ და სხვადასხვა ლუქები შექმნათ. ეს არის შოპინგის პირდაპირი იმიტაცია, უბრალოდ განსხვავება ისაა რომ თქვენივე ტანსაცმელს ისინჯავთ და ის უკვე თქვენია და სახლშია :DDD ნუ, რა თქმა უნდა, ეს "ეშმაკობა" მხოლოდ მათზე ჭრის ვისაც ჩემნაირად უუუუუუუუუზომო რაოდენობის ტანსაცმელი აქვს და სანამ ნახევრამდე მივა უკვე ისე დაიქანცება რომ მიატოვებს ამ "ფსევდო-შოპინგს" და ისევ შელაგებას დაიწყებს... მაგრამ, მგონი, მცირე გარდერობიან ხალხზეც გაჭრის, სცადეთ მაინც! :D შედეგები დაწერეთ!! მე დღეს ფრიად კმაყოფილი ვარ!!! :DDDDDD